ბლოკჩეინი, რეგულაცია და რეალური ბიზნესი — კრიპტო დღე საქართველოს უნივერსიტეტში
ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი
11 თებერვალს საქართველოს უნივერსიტეტი კრიპტო დღეს მასპინძლობს — თემატურ კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიპტოინდუსტრიის პროფესიულ განხილვასა და განვითარებას. ღონისძიება ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია CryptoEthica-ს დამფუძნებლისა და საქართველოს უნივერსიტეტის ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ ჩხენკელის ინიციატივით.
კონფერენციის მთავარი იდეა პროფესიონალური დიალოგის შექმნაა — იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ კრიპტოინდუსტრიის წესებს. ერთ სივრცეში თავს მოიყრიან სფეროს ექსპერტები, პოლიტიკის შემმუშავებლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რათა განიხილონ, როგორც გლობალური ტენდენციები, ისე ქართული ბაზრის რეალობა და გამოწვევები.
ვახტანგ ჩხენკელის თქმით, ქართულ კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბარიერს კვალიფიციური კადრების დეფიციტი წარმოადგენს: “სწორედ ამიტომ კრიპტო დღე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონფერენცია, ის არის დამაკავშირებელი რგოლი სტუდენტებსა და რეალურ ბიზნესს შორის. მონაწილეები ხედავენ, რას ითხოვს ბაზარი დღეს, სად არის ცოდნის ნაკლებობა და როგორ შეიძლება ამ ვაკუუმის შევსება თანამედროვე განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების გზით”.
განსაკუთრებული ადგილი კონფერენციაზე დაეთმობა ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემების სამაგისტრო პროგრამის ხედვას, რომელიც ქვეყანაში პირველი და უნიკალურია. პროგრამის მთავარი უპირატესობა მისი მულტიდისციპლინური ხასიათია. აქ სტუდენტები არ სწავლობენ მხოლოდ კოდირებას. ისინი ეცნობიან ტექნოლოგიის, ფინანსების, კიბერუსაფრთხოებისა და სამართლის გადაკვეთის წერტილებს, რაც თანამედროვე კრიპტოინდუსტრიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პროგრამაში ჩართული ლექტორები მოქმედი პრაქტიკოსები არიან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ რეალურ ბაზარზე მორგებული, აქტუალური ცოდნა. სწავლება სრულდება სამაგისტრო ნაშრომით, რომელიც რეალური პროდუქტის შექმნას გულისხმობს, ხოლო უნივერსიტეტი და პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ეხმარებიან, რომ იდეა პროტოტიპად ან სრულფასოვან ბიზნესპროექტად ჩამოყალიბდეს.
კონფერენციის განმავლობაში განხილული იქნება კრიპტოინდუსტრიის განვითარების მთავარ მიმართულებები — გლობალური და ქართული ბაზრის ევოლუცია, ფინანსური ინსტრუმენტების ტოკენიზაციის პერსპექტივები, ასევე ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს კრიპტო სექტორისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალ რეგულაციებს, რომლებიც მკაცრ მოთხოვნებს აწესებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და კაპიტალის მართვის მიმართულებით. ამ კონტექსტში პრუდენციული ვალდებულებების განხილვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყველა ბაზრის მონაწილისთვის სავალდებულო ჩარჩოს ქმნის.
კონფერენციის დღის წესრიგში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის MiCA რეგულაციას და მის გავლენას ქართულ კრიპტო ეკოსისტემაზე, ფისკალურ პოლიტიკას და ვირტუალური აქტივების დაბეგვრის სპეციფიკას საქართველოში. ეს თემები განსაკუთრებით საინტერესო იქნება იურისტებისთვის, შესაბამისობის სპეციალისტებისთვის, ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის, ხოლო ფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის - ტოკენიზაციის მოდელები, რომლებიც საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.
ვახტანგ ჩხენკელის შეფასებით, კრიპტო დღე მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიება არ არის; ის უფრო გრძელვადიანი სტრატეგიის დასაწყისს წარმოადგენს, რომლის მიზანია მსგავსი შეხვედრების რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბება. ეს იქნება სივრცე, სადაც სტუდენტები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მუდმივად გაეცნობიან ახალ ტენდენციებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ გზებს — სპეციალური დისკუსიებისა და ვორქშოფების საშუალებით.
ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა