"ოცნებამ" ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
ოცნების ხელისუფლების მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი 26 იანვარს მოაწერა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "რ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შესაბამის სამინისტროებთან და საჯარო დაწესებულებებთან ერთად, უზრუნველყოს, "ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციით" გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება", — წერია განკარგულებაში.
დოკუმენტის დანართში ვკითხულობთ, რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება შემდეგ პრიორიტეტებს:
"ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და
გადაცემის უზრუნველყოფას;
სახელმწიფო ენის, კულტურისა და ისტორიის ღრმა ცოდნასა და პატივისცემას;
კულტურული მრავალფეროვნების აღქმას, პატივისცემასა და ინტეგრაციის უნარს გლობალური სივრცის პირობებში;
სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რომელსაც გათავისებული აქვს როგორც უფლებები, ისე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე;
საკვანძო კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას, რაც გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციას, პრობლემის გადაჭრის უნარსა შემოქმედებითობას;
მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების ხელშეწყობას – ემოციური ინტელექტის, თანამშრომლობის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განმტკიცებას;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას".
ამავე განკარგულების დანართის მიხედვით, ზოგადი განათლების სისტემის
რეფორმის განსახორციელებლად კონკრეტული ამოცანები, მათ შორის:
სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის — სწავლების გაძლიერება;
ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო
შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში
ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს;
XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე;
განხორციელდება სასკოლო სახელმძღვანელოების ძირეული გადახედვა. ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის შემოღება უზრუნველყოფს რამდენიმე მნიშვნელოვან
შედეგს ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემისთვის − გარანტირებულად გაზრდის
ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, გაამარტივებს
მოსწავლის ადაპტაციას მობილობის პროცესში, უზრუნველყოფს განათლების
საფეხურებსა და საგანთა შორის ძლიერ კავშირებს;
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი;
სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი, რომლის მიზანია მოსწავლეთა კონცენტრაციის გაძლიერება, კომუნიკაციისა და ქცევის უფრო ჯანსაღი მოდელის ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესის უწყვეტობის დაცვა;
2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი
საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის
ტარება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები