ზურა ცეცხლაძე

19 Jan. 2026, 11:46

"ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.

ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამოდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამოდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.

ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.

და ბოლოს, ანასტასია ზინოვკინას რომ რამე დაემართოს ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.

მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!!!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…