$10 მილიარდის ინვესტიცია: Spotify პოდკასტებისთვის ჰოლივუდში ახალ სტუდიას ხსნის
ფოტო: Spotify
Spotify ჰოლივუდში, Sycamore-ის მედია უბანში, ახალ პოდკასტ-სტუდიას ხსნის, ეს მისი მეორე ლოკაციაა ლოს-ანჯელესში და სპეციალურად ვიდეოკონტენტზეა ორიენტირებული, რადგან ფორმატი სწრაფად ვითარდება.
დაახლოებით 1 000 კვ. მეტრი ფართობის სივრცე მოიცავს ხუთ სტუდიას და დაკომპლექტებულია Spotify-ის თანამშრომლებით, რომლებიც უშუალოდ შემქმნელებს დაეხმარებიან კონტენტის წარმოებაში.
ახალი სტუდია Spotify-ის პოდკასტინგში ჩადებული $10 მილიარდიანი ინვესტიციის ნაწილია. ამავე სტრატეგიის ფარგლებში, Spotify-ის ერთ-ერთი ბრენდის, The Ringer-ის ვიდეოპოდკასტები 2026 წლიდან Netflix-ზე დაიწყებს სტრიმინგს.
ახალი სივრცე მხოლოდ მოწვევით იქნება ხელმისაწვდომი და ძირითადად ვიდეოპოდკასტებზე იქნება ორიენტირებული. Spotify-ის 2021 წელს გახსნილი Arts District-ის სტუდიები მუშაობას გააგრძელებს და აუდიოკონტენტზე კონცენტრირდება, ხოლო ჰოლივუდის ლოკაცია სრულად ვიდეოზე ორიენტირებულ გარემოს შესთავაზებს შემქმნელებს.
სტუდია მოიცავს ხუთ განსხვავებულ სივრცეს, რომლებიც სხვადასხვა ფორმატს მოერგება, ინტერვიუს ჩაწერებიდან დაწყებული, დიდი ჯგუფებისთვის განკუთვნილი მასშტაბური გადაღებებით დასრულებული. ლოს-ანჯელესში არსებული სხვა გაქირავებადი სტუდიებისგან განსხვავებით, ეს სივრცე დაკომპლექტებულია Spotify-ის შიდა გუნდით, რაც პლატფორმას საშუალებას აძლევს, უშუალოდ ჩაერთოს შოუების წარმოების პროცესში.
Spotify-ის პოდკასტებისა და ვიდეოს ვიცე-პრეზიდენტის, რომან ვაზენმიულერის თქმით, კომპანიისთვის აუცილებელი გახდა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც პოდკასტინგის ახალ, ვიზუალურ ეპოქას მოერგება.
Spotify-ის შეფასებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ პოდკასტის ინდუსტრიაში $10 მილიარდზე მეტი ჩადო. დღეს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია თითქმის 7 მილიონამდე პოდკასტი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა Amy Poehler-ის Good Hang, ასევე The Joe Rogan Experience. ხოლო ვიდეოფორმატზე გადასვლა სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, რომ Spotify პოდკასტებს არა როგორც დამატებით ფუნქციას, არამედ როგორც გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას განიხილავს.
"პოდკასტები დღეს უკვე მეინსტრიმ კულტურის ნაწილია", — ამბობს ვაზენმიულერი — "ეს მედია აღარ არის ნიშური, ის წამყვან პლატფორმებზეა წარმოდგენილი და ერთგვარად, გასართობი ინდუსტრიის მომავალია".
Spotify 2006 წელს შვედეთში დაფუძნებული კომპანიაა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აუდიოსტრიმინგის სააბონენტო სერვისია: 713 მილიონზე მეტი მომხმარებლით, ხელმისაწვდომია 180-ზე მეტ ქვეყანაში, 100 მილიონზე მეტი სიმღერით და 350 000 აუდიოწიგნით.
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
კომენტარები