მიხეილ ყაველაშვილი: გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების
"მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების", — ამის შესახებ ოცნების დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. მისი თქმით, "პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ".
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, გლობალური გამოწვევები, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში, უფრო მეტი რწმენის სიყვარული. რატომ ვიძახი ამას: იმიტომ, რომ უდიდესი დღესასწაულია დღეს — ქრისტესშობის და არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობაში, ვიდრე დღევანდელი დღე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენს ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1700 წელს ითვლის, როცა ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას და ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული რას გადაურჩა და რამდენჯერ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე. სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავისთავად ყოფით ნაწილში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვალდებულება და მოვალეობები გვაკისრია და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს პირველ რიგში და ასეც გაგრძელდება. პირველ რიგში, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ" , — განაცხადა "ოცნების" დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს მიერ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავებასთან დასმული კითხვის საპასუხოდ (ტექსტს IPN ავრცელებს).
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები