7 იანვარს "ალილოს" მსვლელობის გამო გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით "ალილოს" ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც 7 იანვარს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ზანდუკელისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
15:00 საათიდან, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება დასაშვები იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
ამ დროს, მოძრაობა დაშვებული იქნება გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლესია უკრაინკას, არჩილ ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზეც.
თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება: ბარათაშვილის ხიდზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართსა და ავლაბრის მოედანზე.
ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვისას, თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები, გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მშრალი ხიდის გავლით - კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ავლაბრის მოედანზე შეზღუდვისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომობილები სვლას ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით გააგრძელებენ, უკუმიმართულებით კი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმავე მარშრუტით შეძლებენ.
ასევე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობისას, ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ იმოძრავებს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება, — წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები