ეუთო

10 Dec. 2025, 11:19

ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუსი: "მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა მრავალ ინსტრუმენტში. ეუთოს ყველა სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას ეს უფლება. შეკრებების ხელშეწყობა უნდა მოხდეს დიალოგისა და კომუნიკაციის გზით და არა ძალის გამოყენებით.

თუ ხელისუფლება იყენებს ძალას, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და კონკრეტული გარემოებების პროპორციული. ODIHR-მა საქართველოში საპროტესტო აქციების მართვის შესახებ უკვე გააკეთა განცხადებები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს კონკრეტული ანგარიშების ფაქტობრივ სიზუსტეზე ან იმაზე, გამოყენებული იყო თუ არა აღნიშნული ნივთიერება ამ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და ძალის გამოყენების ძირითადი პრინციპების თანახმად, სამართალდამცავებმა თავი უნდა აარიდონ ისეთი აღჭურვილობის გამოყენებას, რომელსაც აქვს განურჩეველი ეფექტი, რაც მოიცავს ქიმიურ აგენტებს.
მხოლოდ ძალზე გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მათი გამოყენების გამართლება, და მთელი რიგი ქვეყნები საერთოდ თავს იკავებენ მათი გამოყენებისგან. თუ ხელისუფლება მიმართავს ქიმიური აგენტების გამოყენებას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მავნეა და დაუშვებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის".

— განაცხადა ეუთო/ოდირის სპიკერმა, კატია ანდრუსმა "ფორმულასთან" საუბრისას. შეგახსენებთ, "ოცნების" ხელისუფლების პარლამენტი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს. ცვლილებების მიხედვით შეზღუდვა წესდება ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრებაზე და დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ უქმდება სახდელით სახით აღმკვეთი ღონისძიება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება. გუშინ "ოცნების" პარლამენტმა აღნიშნულ კანონპროექტში ცვლილებები I მოსმენით მიიღო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
  5. ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა

Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელმა ბრიტანეთის ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტიტუტის (AISI) მიერ…