თაზო დათუნაშვილი: საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას
"საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეების წინაშე. უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას", — ასე გამოეხმაურა ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა.
დათუნაშვილის თქმით, "ასეთი რამ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა".
"მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. რეალურად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო მასშტაბის დავის საფუძველი გაჩნდა, თუ BBC -ის დოკუმენტური ფილმიდან დადასტურდა, რომ ყველაფერი, რაც ამ ფილმში ნათქვამია ქიმიურ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რაც მომიტინგეების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, მართალია. რთულია BBC-ის დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა.
რაც არ უნდა თქვას დღევანდელმა რუსულმა პროპაგანდამ, ის იმდენად რთული დანაშაულია, რომ ამ დანაშაულის მოკვლევაში სასწრაფოდ უნდა იქნას ჩართული ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაცია. სახეზეა კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის მიერ, კონვენციის უხეში დარღვევა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასეთი რამ, შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩვენს ქვეყანაში მოხდა 1989 წლის 9 აპრილს, როცა რუსეთის ჯარმა აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენა და როდიონოვის ხელმძღვანელობით საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ეს კიდევ ერთხელ, ყველაზე ნათლად და პირდაპირ ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს რუსული ტიპის მკვლელ პოლიტიკურ რეჟიმთან. საკუთარი შეუიარაღებელი მოქალაქეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღს გამოიყენებენ მონსტრებთან. ჩვენ ვცხოვრობთ ბოროტი დიქტატურის ქვეშ, რომელშიც საკუთარ ხალხს ტერორისტულ აქტებს უწყობს ხელისუფლება. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა.
ივანიშვილის მეთოდები ამ შემთხვევაში, პირდაპირ ნაკარნახევია მოსკოვიდან, რუსული მოდელიდან. ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იგივე ბრძოლის ფორმებსა და იარაღებს, როგორც ამას იყენებდა ჩვენ წინააღმდეგ ოკუპანტი და როგორც ახლა ის იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რა პროპაგანდასაც არ უნდა დავუჯეროთ, როგორც შეიძლება არ მოგწონდეთ მე ან ვინმე სხვა, ეს ყველაფერი გვერდით გადასადებია, რადგან საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეების წინაშე. უმძიმეს დანაშაულთან, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას. ეს იარაღი არათუ სამოქალაქო პირებზე, არამედ დღეის მდგომარეობით, სამხედრო მოქმედებებშიც კი აკრძალული იარაღია, ის ქიმიური შემადგენლობა, რომელზეც საუბარია ამ დოკუმენტურ ფილმში. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური რეჟიმის პასუხი, ეს უკვე არის ჩვეულებრივი არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ქართულმა ოცნებამ საკუთარი ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა და მისი შინაარსია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მედიაორგანიზაციის დისკრედიტაცია, როგორც "ფეიკმედიის" და ა.შ.
BBC ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და ჟურნალისტური გამოძიების მწარმოებელ ორგანიზაციად, რომლის ერთწლიან გამოძიებაში ეჭვის შეტანა არის უკიდურესი უტიფრობა ქართული ოცნების მხრიდან", — თქვა თაზო დათუნაშვილმა.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები