აშშ-ში ქართული დიასპორის წევრებმა, ხმის მიცემის შემზღუდავ ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში საპროტესტო წერილი მიიტანეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები ოცნების ხელისუფლების ინიციატივას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს უცხოეთში არჩევნებში ხმის მიცემა ეკრძალებათ.
ისინი გუშინა შშ-ში საქართველოს საელჩოში მივიდნენ და გენერალურ კონსულს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი გადასცეს. როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი საკონსულოში არ შეუშვეს.
ქართული დიასპორული ორგანიზაციების მოთხოვნაა, ქართულმა ოცნებამ გადახედოს ინიციირებულ ცვლილებას, დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და შეზღუდვების სანაცვლოდ:
- გაიზარდოს უცხოეთში საარჩევნო უბნების რაოდენობა დიასპორის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით;
- გამარტივდეს ადმინისტრაციული პროცედურები საქართველოს გარეთ მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციისათვის, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური ბარიერები;
- უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უსაფრთხოება, სანდოობა და ხელმისაწვდომობა;
"ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ქართული სათვისტომო და დიასპორული ორგანიზაციები, ერთხმად გამოვხატავთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ინიციირებული იმ ცვლილებების გამო, რომლებიც არსებითად ზღუდავს, პრაქტიკულად კი სრულიად აუქმებს, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ხმის მიცემის უფლებას.
ასეთი ინიციატივა შეცვლის მოქმედი კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად — მათ შორის:
საქართველოს კონსტიტუციას (მუხლი 28) — რომელიც მოქალაქეებს აძლევს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევანის უფლებას; საქართველოს საარჩევნო კოდექსს — რომელმაც წლების განმავლობაში განისაზღვრა საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ამომრჩევლების მონაწილეობა საკონსულო უბნების მეშვეობით;
გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს (ICCPR, მუხლი 25) — რომელიც ავალებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ხმის უფლება დაუსაბუთებელი შეზღუდვების გარეშე;
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) კოპენჰაგენის დოკუმენტს (1990) — რომელიც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, შექმნან ინკლუზიური საარჩევნო სისტემები, რაც ყველა მოქალაქის მონაწილეობას უზრუნველყოფს; საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ვალდებულებებს, რომლებიც გარკვევით მოიცავს პოლიტიკური უფლებების, დიასპორის ჩართულობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას.
ინიციირებული ცვლილება წარმოადგენს აქამდე გარანტირებული მონაწილეობის მექანიზმების შეზღუდვას, რაც მკაფიოდ სცილდება საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებული დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების ვალდებულებებს.
დღეს, ერთი მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მათგან ათიათასობით მათგანი სწავლობს, მუშაობს და ცხოვრობს აშშ-ში, საიდანაც ისინი ინარჩუნებენ მჭიდრო ოჯახურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კავშირს საქართველოსთან. მხოლოდ 2024 წელს აშშ-დან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 573 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზი 700 მილიონ დოლარზე ადის. ქართული კულტურისა და ხელოვნების ცენტრებში და სკოლებში კი ყოველწლიურად ასობით ბავშვი სწავლობს ენას, ცეკვას და სიმღერას - რაც არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ და იდენტობით კავშირს ადასტურებს.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემა სიმბოლური აქტი არ არის — ეს არის მოქალაქეობის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობის განუყოფელი ნაწილი. დიასპორა საქართველოს საარჩევნო პროცესების ნაწილი წლების განმავლობაში იყო, და ხმის მიცემის უფლება სამშობლოსთან კავშირს ამყარებს. ამ უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების კონსტიტუციურ პრინციპს, ამცირებს დემოკრატიულ ჩართულობას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს.
საარჩევნო უფლების შეზღუდვით საქართველო ასევე არღვევს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ინკლუზიურობას, გამჭვირვალობასა და კანონიერებას.
საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობა არჩევნებში არ არის ხელისუფლების კეთილი ნება — ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ეფუძნება ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას.
ამიტომ, ჩვენ გულწრფელად და მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: გადახედოს ინიციირებულ ცვლილებას, რათა არც ერთი ცვლილება არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ გარანტიებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს. დაიცვას ხმის მიცემის საყოველთაობისა და თანასწორობის უფლება, მათ შორის საზღვარგარეთ მაცხოვრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. გააძლიეროს და განავითაროს საზღვარგარეთ ხმის მიცემის მექანიზმები.
შეზღუდვის ნაცვლად, შეიმუშაოს თანამედროვე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული პროცედურებით. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამართლიანი და დემოკრატიული პროცესების უზრუნველსაყოფად, დამატებით, მოვუწოდებთ:
გაიზარდოს საგარეო საარჩევნო უბნების რაოდენობა დიასპორის დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით;
გამარტივდეს ადმინისტრაციული პროცედურები საქართველოს გარეთ მყოფი ამომრჩევლების რეგისტრაციისათვის, რათა აღმოიფხვრას ტექნიკური ბარიერები;
უზრუნველყოფილ იქნეს ქვეყნის გარეთ ხმის მიცემის უსაფრთხოება, სანდოობა და ხელმისაწვდომობა.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოფილ იქნას, რომ ყველა მოქალაქემ — ქვეყნის შიგნით იქნება ის თუ საზღვარგარეთ, განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მომავლის ფორმირებაში. ხმის უფლება არ არის პროცედურული აქტი ან პრივილეგია; ეს არის კონსტიტუციური უფლება, რომელ საფუძველზეც დგას დემოკრატიული განვითარება.
საქართველოს თითოეულ მოქალაქისა და მომავალი თაობებისთვის ამ უფლების დასაცავად, მტკიცედ ვდგავართ ერთად, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები. განცხადებას ხელს აწერს," — ვკითხულობთ წერილში.
შეგახსენებთ, ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, 4 წელიწადში ერთხელ, სამშობლოში თუ არ ჩამოვლენ ხმის მისაცემად.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები