5 სიტუაცია, როდესაც პროიმუნოლაიფის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ფოტო: სმარტფარმი
მუდმივი სტრესი, გადაღლილობა, არარეგულარული კვება, ძილის არასწორი რეჟიმი — ეს არის იმ ფაქტორთა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემასა და ზოგად ჯანმრთელობაზე. წელიწადის ამ დროს აქტიურდება სეზონური ვირუსებიც, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პრევენციისთვის, ისე სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა იმუნიტეტის გასაძლიერებლად მრავალ საშუალებას გვთავაზობს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია პროიმუნოლაიფი — ინოვაციური პრობიოტიკური კომპლექსი, რომლის ყოველი კომპონენტი მიზანმიმართულად მუშაობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენაზე. ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის სისტემა კი, ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რადგან სწორედ აქ გამომუშავდება იმუნური უჯრედების დიდი ნაწილი.
რა არის პროიმუნოლაიფი და როგორ ეხმარება ის იმუნურ სისტემას გაძლიერებაში?
პროიმუნოლაიფის თითოეული კაფსული 16 უნიკალურ ბაქტერიულ შტამს და 30 მილიარდ პრობიოტიკს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც ანტაგონისტურად მოქმედებს პათოგენური მიკრობების მიმართ. პროიმუნოლაიფის შედეგად წესრიგდება ნაწლავური მიკროფლორა, მცირდება მეტეორიზმი, უმჯობესდება კალციუმის, ფოსფორისა და რკინის შეწოვა, იზრდება ნაწლავებში ციტოკინების გამომუშავება და ფაგოციტებისა და ნატურალური ქილერების აქტივობა. შედეგად, ძლიერდება იმუნური სისტემა და ორგანიზმის თავდაცვის უნარი.
პროიმუნოლაიფი განსაკუთრებით ეფექტიანია შემდეგ სიტუაციებში:
- სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდში — შემოდგომის დადგომასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება. საქმე ისაა, რომ დაბალი ტემპერატურის დროს სხეულის იმუნური სისტემა შედარებით სუსტდება და უფრო მგრძნობიარე ხდება ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, დახურულ სივრცეებში ვირუსების გავრცელების ალბათობაც იმატებს. ასეთ დროს პროიმუნოლაიფი, პრობიოტიკების მრავალფეროვანი ფორმულის დახმარებით, აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ პასუხს, ზრდის სხეულის გამძლეობას ინფექციების მიმართ და ამცირებს ავადობის სიხშირეს.
- სტრესული პერიოდების დროს — ხანგრძლივი სტრესი იმუნიტეტის დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამ დროს ორგანიზმი ენერგიას სტრესის მართვაზე მიმართავს და ნაკლებად რჩება ინფექციებთან ბრძოლის რესურსი. პროიმუნოლაიფის დახმარებით შესაძლებელია ნაწლავებში მიკროფლორის ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს როგორც იმუნურ, ისე ნერვულ სისტემაზე. გახსოვდეთ, ჯანმრთელი ნაწლავები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ემოციურ კეთილდღეობასთან.
- ფიზიკური გადატვირთვის შემთხვევაში — ინტენსიური სამუშაო გრაფიკის, აქტიური ვარჯიშის ან უბრალოდ დაძაბული დღეების დროს ორგანიზმი ხშირად რესურსებისგან იცლება, რაც, ცხადია, გავლენას ახდენს იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზეც. პროიმუნოლაიფი ხელს უწყობს ენერგიის სწრაფად აღდგენას, აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ამცირებს გადაღლილობის შეგრძნებას. ის საუკეთესო დამხმარეა მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა და ხშირად განიცდის ფიზიკურ ან გონებრივ გადატვირთვას.
- გამოჯანმრთელების პერიოდში — ავადობის ან ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ნაწლავური ბაქტერიული ბალანსი ხშირად ირღვევა. შედეგად, სუსტდება იმუნიტეტი და ადამიანი უფრო ადვილად ავადდება. პროიმუნოლაიფი შეიცავს ისეთ შტამებს, რომლებიც ხელს უწყობს მიკრობიომის აღდგენას, ამცირებს მეტეორიზმსა და შებერილობას, ამასთან, აუმჯობესებს საკვების მონელებას. შედეგად, ორგანიზმი უფრო სწრაფად ახერხებს ძალების აღდგენასა და ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებას.
- იმუნიტეტის პროფილაქტიკური გაძლიერებისთვის — ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტის შენარჩუნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იყოს. პრობიოტიკების კომპლექსი პროიმუნოლაიფი კი ამ პროცესს განსაკუთრებით გაგიმარტივებთ — მისი რეგულარული მოხმარებით შეძლებთ ორგანიზმის თავდაცვის უნარის ამაღლებასა და, შედეგად, ვირუსებთან, სტრესთან და სხვა მავნე გარემო ფაქტორებთან უკეთ გამკლავებას.
როგორ უნდა მივიღოთ პროიმუნოლაიფი?
პროიმუნოლაიფი უსაფრთხო პრეპარატია, რომელიც არ იწვევს გვერდით მოვლენებს. ამიტომ მისი მოხმარება დაშვებულია როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში 3 წლის ასაკიდან. პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 1-2 კაფსულა დღეში, სასურველია, ჭამის დროს.
და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ იმუნიტეტი ჩვენი სხეულის ბუნებრივი დამცავი მექანიზმია, რომლის გაძლიერებითაც ვქმნით საფუძველს ენერგიული, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ძლიერი იმუნური სისტემისთვის კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამხმარე საშუალებების მიღება, არამედ ცხოვრების ჯანსაღი სტილი, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.
პროიმუნოლაფის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში სმარტფარმია, რომელიც 2012 წლიდან ამარაგებს ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული მედიკამენტებით. ამასთან, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, აქ შესაძლებელია მის მიერ შემოტანილი პროდუქტების შეძენა პირდაპირ მომწოდებლისგან.
შეიძინეთ პროიმუნოლაიფი კაფსულები N30 ოფიციალური იმპორტიორის გარანტიით ონლიან სმარტფარმის ვებსაიტზე.
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
კომენტარები