4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავეებად არ ცნობენ
ფოტო: მარიამ მერლანი/ On.ge
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების: მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მაინც მიმართა და დაამატა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს.
ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ ბრალდებულების მხრიდან არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის თეორიული საფრთხეებიც კი.
"ბრალდების მხარემ მიმოიხილა მტკიცებულებები. მტკიცებულებების სანდოობის ნაწილში არ შევალ, მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც ბატონმა [პროკურორმა] ვაჟა თოდუამ მიმოიხილა, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ თუ არა პატიმრობაში. მიმალვის საფრთხეზე საუბრობენ და მიმალვის საფრთხე როგორ არსებობს როცა ადამიანები პირდაპირ ეთერში აიყვანეს. ისინი ინტერვიუს იძლეოდნენ და მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის უყურებდა ტელევიზორს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრალდებულთა ჩამონათვალი გააკეთა, ამ დროს მანჯგალაძე სახლში იყო.
რაც შეეხება გირაოს ნაწილს, არცერთის და არც მეორის მატერიალური მდგომარეობა უზღვავი არ არის, მაგრამ გონივრული ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს", — განაცხადა ბექა ბასილაიამ.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების, თორნიკე მჭედლიშვილის და გური ჟვანიას ადვოკატებმა სასამართლოს ასევე გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს — გური ჟვანის შემთხვევაში 3 000 ლარის, ხოლო თორნიკე მჭედლიშვილის შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით. მისი განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად არ არსებობს მისი მიმალვის, მტკიცებულების განადგურების ან მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.
ამავე სასამართლო პროცესზე პოზიციები დააფიქსირეს თავად ბრალდებულებმაც, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის კითხვაზე, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ თუ არა, დარბაზში მყოფმა ყველა ბრალდებულმა [ირაკლი შაიშმელაშვილი დარბაზში არ იმყოფებოდა, რადგან მასზე ძებნა დაუსწრებლადაა გამოცხადებული], აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააფიქსირებს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმის დღევანდელ პროცესზე 64-დან 10 პირის საქმეს განიხილავდნენ. ამ 10-პირიან საქმეში გაერთიანებული არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი.
ამავე სასამართლო პროცესიდან გააძევეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. სხდომაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონიდან გადაღებული ფოტოსურათი წააშლევინეს, რასაც ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა — "ბარემ დაიჭირეთ". აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლე შვანგირაძემ მოსთხოვა, რომ ფეხზე ამდგარიყო.
"რუსების დავალებით არ ვმოქმედებ", — უპასუხა ბოკუჩავამ. რის შემდეგაც მოსამართლემ მას სახელი და გვარის თქმა მოსთხოვა.
"დაგუგლეთ", — უპასუხა ბოკუჩავამ.
"გაძევებული ხართ სასამართლოს უპატივცემლობისა და დაუმორჩილებლობის გამო", — განაცხადა ირაკლი შვანგირაძემ.
"საქართველო გაიმარჯვებს, თქვენ დაისჯებით!" — ამ სიტყვებით მიმართა ბოკუჩავამ კვლავ მოსამართლეს და სხდომათა დარბაზი დატოვა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენეს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები