ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალი ათონის მონასტრის დასაბრუნებლად ღვთისმსამსახურებები შეწყვიტა
ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ სოხუმის საკათედრო ტაძრის გარდა ყველა სხვა ტაძარში ღვთისმსახურება შეაჩერა და ხელისუფლებას მოუწოდა, მიიღოს ზომები ახალი ათონის მონასტერზე კონტროლის დასამყარებლად, სადაც ამჟამად "მეამბოხე" მღვდელი მოღვაწეობს.
ეკლესიამ ორშაბათს "ტელეგრამზე" გავრცელებულ განცხადებაში ხელისუფლებას მოუწოდა, "ფრთხილად შეისწავლონ მიმდინარე პროცესები, ჩაატარონ მდგომარეობის დეტალური ანალიზი და მიიღონ დაბალანსებული გადაწყვეტილებები, რომლებიც სიმშვიდის, ერთობისა და საეკლესიო ჭეშმარიტების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს".
"სანამ ზემოაღნიშნული საეკლესიო საკითხები არ მოგვარდებოდა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭოსა და სამღვდელოებმა გადაწყვიტეს, რომ ღვთისმსახურება ჩატარდეს მხოლოდ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის სოხუმის ტაძარში", — აღნიშნულია განცხადებაში.
მსახურებების შეჩერება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მართლმადიდებელ ეკლესიასა და 2011 წელს ახალი ათონის მონასტერში წარმოქმნილ დისიდენტურ მოძრაობას — "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას" შორის არსებულ კონფლიქტთანაა დაკავშირებული.
ეკლესია აცხადებს, რომ ახალი ათონის მონასტერი — აფხაზეთის მართლმადიდებლური სარწმუნოების უდიდესი ცენტრი — უნდა დაუბრუნდეს მის დაქვემდებარებას, ხოლო "მოღალატე ბერი დოროთეოსი (დბარი)", რომელიც დისიდენტურ მოძრაობას ხელმძღვანელობს, ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.
"ახალ ათონში საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში, მოგმართავთ ლოცვით, სიტუაციის საფუძვლიანი შესწავლისა და სიმართლის დაცვის თხოვნით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა დაიკავონ პოზიცია, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის, ერთიანობისა და საეკლესიო წესრიგის შენარჩუნებას", — ნათქვამია განცხადებაში.
"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კურთხევის გარეშე არავის აქვს უფლება ჩაატაროს რომელიმე ღვთისმსახურება მის ტერიტორიაზე", — წერს ეკლესია. "საეკლესიო წესების მიხედვით, ასეთი ქმედება ეკლესიის წინააღმდეგ აჯანყებად აღიქმება."
ეკლესიის თქმით, მათი მიზანი აფხაზ მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებაა, ამიტომ მიმართავენ "ყველას — მოსკოვის საპატრიარქოს, აფხაზეთის ხელისუფლებას და მართლმადიდებელ აფხაზ ხალხს — რომ გაიგონ ჩვენი ხმები და ხელი შეგვიწყონ საეკლესიო წესრიგის აღდგენაში".
დაპირისპირების მთავარი მიზეზი აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რა გზით უნდა მიაღწიოს აფხაზეთის ე.წ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან და რამდენად უნდა დაეყრდნოს ამ პროცესში მოსკოვს.
ოკუპირებული აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა 2009 წელს გამოაცხადა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არც ერთი სხვა მართლმადიდებელი ეკლესია — მათ შორის, არც რუსული აღიარებს.
მამა ვისარიონის (აფლია) ხელმძღვანელობით მოქმედი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უნდა დაეყრდნოს, რათა მათი მეშვეობით მსოფლიო მართლმადიდებლობას დაუკავშირდეს და აღიარება მიიღოს.
დოროთეოსი კი ამტკიცებს, რომ ეკლესიამ პირდაპირ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს უნდა მიმართოს.
სქიზმა 2011 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ახალი ათონის მონასტერში დაახლოებით 2000-მა მორწმუნემ ანაკოფიისა და ახალი ათონის წმინდა მიტროპოლიის გამოცხადებას მისცა ხმა იმ გეგმით, რომ შეექმნათ აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესია, რომლის მეთაურადაც დოროთეოსი დაინიშნებოდა.
ხმის მიცემა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ეპარქიული კრებების, ასევე აფხაზეთის ხელისუფლების გაფრთხილებების მიუხედავად მაინც გაიმართა.
ოპონენტებმა შეხვედრა "კანონიკური სიწმინდის დარღვევად" შეაფასეს, დოროთეოსმა კი განაცხადა, რომ მას მხოლოდ "ციხე ან ფიზიკური ლიკვიდაცია" შეაჩერებდა.
მას შემდეგ დოროთეოსი ახალი ათონის მონასტერში ღვთისმსახურებას განაგრძობს და მნიშვნელოვან მხარდამჭერობასაც იძენს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მას მრავალჯერ მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი საქმიანობა. ყველაზე ბოლოს, ივნისში, ვისარიონმა და კიდევ 18-მდე მოძღვარმა, მათ შორის დოროთეოსის ყოფილმა მხარდამჭერმა, მონასტრის დატოვება ხელმოწერილი ულტიმატუმით მოსთხოვეს .
დოროთოსმა უპასუხა, რომ ის "წვრილმან პროვოკაციებს" არ აყვება.
"განურჩევლად ვითარებისა, მე ჩემს გზას ვაგრძელებ და სანამ ვიცოცხლებ, ჩემს სამწყსოს არ მივატოვებ. მთელი ძალით დავიცავ აფხაზეთის ეკლესიის ინტერესებს — რა ფასადიც არ უნდა დამიჯდეს. ბოლოს ყველას ისტორია განგვსჯის".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
კომენტარები