მზია ამაღლობელი: "ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ამ პრიზს თავისად მიიჩნევს"
ფოტო: On.ge
სახაროვის პრემიის მიღების შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთს" დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა რუსთავის ქალთა კოლონიაში, ტელევიზორიდან შეიტყო, სადაც ის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოინახულა და მზია ამაღლობელის გზავნილი "ბათუმელებს" გაუზიარა.
ამაღლობელი აცხადებს, რომ ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
"ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია – ჩემი მამაცი კოლეგები, სინდისის პატიმრები, თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც თავისუფლების ფასადაც კი აპროტესტებს უსამართლობას, ამ პრიზს თავისად მიიჩნევს.
ვფიქრობ, ახლა განწყობების დრო არ არის და ბრძოლა მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიმარჯვებთ.
ამ ბრძოლაში მტრები შიგნით არ უნდა ვეძებოთ, რადგან ერთადერთი მტერი რუსეთია და ისინი, ვინც მას ემსახურებიან.
მახსოვს, როგორ შევქმენი "ბათუმელები" ეთერთან ერთად, მხოლოდ ენთუზიაზმითა და იდეალებით, მაშინ, როდესაც აჭარაში რუსული ტანკი იდგა და დედაქალაქში ჩამოსასვლელად მათი საზღვარი უნდა გამევლო.
ის დავძლიეთ და ეს მაიმედებს, რომ რუსული ხელისუფლება საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
თუ ეს ჯილდო ადამიანებისთვის გახდება იმის ნიშანი, რომ ბოლოს მაინც ღირებულებები იმარჯვებს, ბოლოს მაინც ფასდება ის მსხვერპლი, რასაც თითოეული ადამიანი იღებს, მაშინ ამ ყველაფერს აქვს აზრი.
თუ ის პატარა გოგონები, მათ შორის ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, ყოველდღე რომ დაარბენინებს პოლიცია განყოფილებებში, შემდეგ სასამართლოში და შემდეგ ციხე-ციხე, ხან მცირეწლოვან ბავშვს რომ დაუტოვებენ ქუჩაში ან სახლში დაატოვებინებენ მარტოს, ვინაიდან უკვე 12 წლისაა, ჩათვლიან, რომ ეს პრიზი მათია, მაშინ ყველაფერს ჰქონია აზრი.
თუ ეს ჯილდო მათთვის იქნება იმედი იმისი, რომ მათი ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, მაშინ, რასაკვირველია, ამ ყველაფერს აქვს აზრი.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხმა მივიტანოთ ყველგან.
სტუდენტებმა, ლექტორებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც უცხოეთში სწავლობს, ყველამ უნდა მიაწვდინოს ხმა თავის ლექტორებს, მეგობრებს, ნაცნობებს, კოლეგებს, თუ როგორ იბრძვიან აქ რუსთაველზე ყოველ დღეს.
ქვეყნის გარეთ ყველგან, ყველა უნივერსიტეტში, აუდიტორიაში, კონფერენციაზე უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა — ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი გარანტია.
და რაც მთავარია — ის, რომ დღეს ამ ბრძოლის ხმა ისმის, მხოლოდ ჩემი კოლეგების შეუპოვარი ბრძოლის დამსახურებაა და ამიტომაც ეკუთვნით მათ ეს პრიზი.
გთხოვთ, გაიტანეთ ამ ბრძოლის ხმა ქვეყნის გარეთ ისე, ვისაც როგორ შეგიძლიათ", — ამბობს მზია ამაღლობელი.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო — სახაროვის პრემია გადაეცა. ამაღლობელთან ერთად აღნიშნული პრემია ბელარუსმა ჟურნალისტმა, ანდჟეი პაჩობუტმაც მიიღო.
მზია ამაღლობელი პირველი ქართველია, ვინც სახაროვის პრემია მოიპოვა. პრემიის მფლობელებს შორისაა ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი და ალექსეი ნავალნი.
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 30კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაადგილება აიკრძალება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები