საკითხავის ფესტივალი პირველად თბილისში: ახალი გამოცდილება Palitra L-ისგან და ადგილი, სადაც წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომია
ფოტო: პალიტრა L
წიგნები და შოპინგი, ერთი შეხედვით, სხვადასხვა სამყაროა, მაგრამ მათ ერთი მნიშვნელოვანი რამ აკავშირებს — შესაძლებლობა, ადამიანმა აღმოაჩინოს რაღაც ახალი და საკუთარ ცხოვრებაში შეიტანოს შთაგონება. დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს. სწორედ ამიტომ მოგიყვებით ახალი ფესტივალის შესახებ, რომელიც დაარსდა, როგორც კითხვის მოყვარულებისთვის, ისე მათთვის, ვინც ახლა ქმნის საკუთარ ბიბლიოთეკას, ან სურს კლასიკური თუ თანამედროვე, საუფროსო და საბავშვო საკითხავი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს.
საკითხავის ფესტივალი გვპირდება გამორჩეულ გამოცდილებას წიგნისა და შოპინგის მოყვარულებისთვის. 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მოლი მკითხველების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება — აქ პირველად გაიმართება საკითხავის ფესტივალი, რომელსაც გამომცემლობა პალიტრა L სწორედ თავის დაბადების დღეზე გახსნის.
საკითხავის ფესტივალზე სტუმრებს ელოდება უამრავი სიურპრიზი:
- 30% ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე და დამატებით 30% ქეშბექი თიბისის ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას
- საჩუქარი ყოველ შენაძენზე
- განსხვავებული ჟანრისა და კატეგორიის წიგნების დიდი არჩევანი
- უნიკალური გათამაშებები, სადაც მონაწილეებს განსაკუთრებული პრიზების მოგების შანსი ექნებათ
თუ ახალ საკითხავს შენთვის ან მეგობრებისთვის არჩევ, ან გინდა ოჯახის წევრები თუ კოლეგები საუკეთესო საჩუქრით გაახარო, საკითხავის ფესტივალი ამისთვის იდეალური ადგილია. აქ შეგიძლია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი ავტორების რომანები, იპოვო საბავშვო გამოცემები, აღმოაჩინო მოზარდებისთვის შთამაგონებელი საკითხავი, ან აირჩიო არამხატვრული ლიტერატურა: ფსიქოლოგია, ისტორია, ბიზნესი, კარიერული განვითარება და სხვა პოპულარული მიმართულებები. საკითხავის ფესტივალი გაძლევს შანსს, შექმნა შენი ბიბლიოთეკა და წიგნი ისევ ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად აქციო.
გამომცემლობის გვერდზე გაზიარებული კატალოგის დახმარებით რამდენიმე სავარაუდო კალათაც ავაწყვეთ, იმისთვის, რომ ცხადი წარმოდგენა შეგვექმნა, რის შეძენას შეძლებდით საკითხავის ფესტივალზე სულ რაღაც 25 ლარად.
ფოტო: პალიტრა L
1. თუ შთამბეჭდავი რომანის ახალი თარგმანით საკუთარი თავის განებივრებაც გინდათ და ახალ წიგნს თინეიჯერისა და მოზარდისთვისაც ეძებთ, საკითხავის ფესტივალზე (ჯამში 25 ლარად) შეიძენთ: ისააკ ბაშევის ზინგერის "მონას”, ჯერომ სელინჯერის კლასიკად ქცეულ რომანს "თამაში ჭვავის ყანაში“, და ბრიტანელი ავტორის, დევიდ უილიამსის ხალისიან და გამორჩეულ წიგნს 8-დან 12 წლამდე ასაკის მკითხველისთვის "ბანდიტი ბებია“.
2. თუ საკითხავს ყველაზე პატარებისთვის ეძებთ, "უცნაური კითხვები და პასუხები გარემოს დაცვაზე“ (3-დან 6 წლამდე პატარებისთვის) სათქვენო წიგნია, აქვეა ყველასთვის საყვარელი "პატარა პრინცის“ ულამაზესი ილუსტრირებული გამოცემა, (6-დან 12 წლამდე) და შემეცნებითი წიგნებიც რომ არ გამოგვრჩენოდა, არჩევანი შევაჩერეთ წიგნზე "ლეგენდარული ადამიანები — მეცნიერები“ (13-დან 16 წლამდე).
ფოტო: პალიტრა L
3. ენციკლოპედიების მოყვარულებს, წესით, მოგეწონებათ მესამე კალათა, რომელიც აერთიანებს წიგნებს: "365 დაუჯერებელი და უტყუარი ფაქტი ყველაფერზე“ (6-დან 12 წლამდე) და "გასაოცარი საგანძური — ძველი ეგვიპტე“ ( 8-დან 12 წლამდე).
ფოტო: პალიტრა
ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება პალიტრა L-ის კატალოგის ყველაზე პოპულარული და ახალი გამოცემები: რომანები, მოთხრობები, მხატვრული და არამხატვრული წიგნები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა მრავალი საინტერესო საკითხავი, რომელიც მკითხველებს უკვე მეოცე წელია ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში ამოგზაურებს.
აქვე მოეწყობა სპეციალური საბავშვო სივრცე, ეს იქნება ადგილი, სადაც ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს, ითამაშებენ მათთვის შექმნილი თამაშებით და გაატარებენ საინტერესო დროს წიგნების სამყაროში.
წიგნების კატალოგი სრულად იხილეთ ბმულზე: https://palitral.ge/blogs/299
ჩაინიშნეთ თარიღები:
31 ოქტომბერი, 1-ლი და 2 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი, 213 კმ აღმაშენებლის ხეივანი (მთავარი ატრიუმი, I სართული)
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები