McHappy Day-ის ფარგლებში მაკდონალდსმა ასოციაცია ანიკას სენსორული ოთახი მოუწყო და სპეციალისტები გადაამზადა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
McHappy Day მაკდონალდსის გლობალურ საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც ათწლეულებია ბრენდის სტრატეგიის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კამპანია მიზნად ისახავს ბავშვებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განვითარების დამატებით მხარდაჭერას, ჯანსაღ გარემოს და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას საჭიროებს.
მაკდონალდს საქართველო უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს McHappy Day-ის საქველმოქმედო ინიციატივებში და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს ეხმიანება, რაც ბრენდის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ზრუნვის მნიშვნელოვან ნაწილია.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
2025 წლის McHappy Day ტრადიციულად 1 ივნისს დაიწყო და მიზნად დაისახა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების მხარდაჭერა საქართველოში. წლევანდელი მოსარგებლე გახდა ასოციაცია ანიკა. ორგანიზაცია, რომელიც 1997 წლიდან მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს ემსახურება და მუშაობს მათ უფლებებზე, შესაძლებლობებსა და სრულფასოვან სოციალურ ჩართულობაზე.
ასოციაცია ანიკას პროგრამა გულისხმობს მშობლების ჩართულობასაც და მათთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. თითოეულ ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
მაკდონალდს საქართველოს მხარდაჭერით, ცენტრში მოეწყო თანამედროვე, სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, რომელიც უკვე აქტიურად ემსახურება ასოციაციის მოსარგებლეებს. სენსორული ინტეგრაციის თერაპია ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გონებრივი განვითარების შეფერხება, მეტყველების, ქცევისა და კომუნიკაციის სირთულეები. მნიშვნელოვანი იყო ასევე ადრეული განვითარების სფეროს პროფესიული რესურსის გაძლიერება, პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ დამატებითი სპეციალისტები და ასოციაციას უკვე 80-ის ნაცვლად, 150 ადრეული ასაკის მოსარგებლეს მომსახურება შეუძლია. გარდა ამისა, ასოციაცია ანიკას ორი მოსარგებლე მაკდონალდსშია დასაქმებული.
“ეს პროგრამა ბავშვებს ეხმარება, რომ არ გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების, ადრეულ ასაკშივე მოხდეს სწორი ჩარევა. უდიდესი მნიშვნელობა, უშუალოდ სენსორული განვითარების ოთახს. თითოეული შეგრძნება ვითარდება ამ სივრცეში. ასოციაცია ანიკა 30 წლის განმავლობაში მუშაობს და ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ წელს მოგვეცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მაკდონალდს საქართველოს გუნდს. რომ არა მაკდონალდსი ჩვენ კიდევ ბევრი წელი ვერ ავისრულებდით ამ ოცნებას.” აცხადებს ირინე ინასარიძე, ასოციაცია ანიკას დამფუძნებელი და დირექტორი.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
13 ოქტომბერს მაკდონალდს საქართველო ასოციაცია ანიკას ესტუმრა, ბავშვებს საყვარელი ჰეფი მილებით გაუმასპინძლდა და მათთვის სიხარულით სავსე დღესასწაული მოაწყო.
"მაკდონალდსისთვის ბავშვებზე ზრუნვა უპირველესი მისიაა, რაც ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში მრავალი ორგანიზაციის დახმარებაში გამოიხატება. McHappy Day, ეს არის კამპანია, როცა ღიმილის მიღმა, კიდევ უფრო დიდი მისიაა დგას — სიყვარული, მხარდაჭერა და ერთიანობა. ასეულობით ბავშვის ღიმილი — ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი საქველმოქმედო კამპანიისა, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ გამოხატულებად იქცა. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ორგანიზაციისთვის აღმოგვეჩნა დახმარება. მომხმარებლების აქტიური თანამონაწილეობით, ასოციაცია ანიკას სივრცეში მოეწყო სრულად აღჭურვილი სენსორული ოთახი, სადაც პატარები უნარების გაუმჯობესებასა და განვითარებას შეძლებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში მაკდონალდსის მხარდაჭერითა და ინიციატივით სპეციალისტების სპეციალური გადამზადება მოხდა, რამაც საშუალება მისცა ცენტრს მოსარგებლეების რიცხვი მნიშვნელოვნად გაეზარდა. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ,“ — აღნიშნავს მაკდონალდს საქართველოს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელენე ბაღათურია.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდსი საქართველო McHappy Day-ის ფარგლებში წლების განმავლობაში ახორციელებს მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელთა მიზანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერა და მათთვის განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა. ეს არის კამპანია, რომელიც აერთიანებს ბრენდსა და მომხმარებლებს საერთო მიზნისთვის — მეტი სითბოს, ზრუნვისა და შესაძლებლობების გაზიარება იმ ადამიანებისთვის, რომლებსა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
McHappy Day-ის საქველმოქმედო აქტივობების ფარგლებში, წლების განმავლობაში მაკდონალდსი დაეხმარა არაერთ ორგანიზაციას სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და კოჯორში.
დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.
-
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
კომენტარები