გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

6 Oct. 2025, 15:21

დღეს ორი მხარე ზეიმობს, რომ ბოიკოტი შედგა. ოცნება ზეიმობს, რადგან თბილისში მხოლოდ 215 000 ხმით, 20%-იანი მხარდაჭერით "80%-იანი" მერი აირჩია და ნაცები რას ზეიმობენ, გაუგებარია.

საბოლოო ჯამში დაზიანდა ქვეყანა.

ბოიკოტმა გაიმარჯვა! საქართველო დამარცხდა!

ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას — შეცდომა, დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა.

ფაქტია, რომ საზოგადოებაში მოთხოვნაა ცვლილებებზე, მაგრამ მშვიდობიან ცვლილებებზე, რაც დადასტურდა 4 ოქტომბერს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, რომელიც ამ რთულ ვითარებაში თავდასხმის და შანტაჟის მიუხედავად მივიდა არჩევნებზე და საკუთარი ნდობა გამოგვიცხადა.

ყველა, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა — განაცხადა რომ ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების და სტაბილურობის ერთადერთი შანსი და პოლიტიკური ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში და არა ქუჩაში.

ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება აღარასდროს უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით.

ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი შესაძლებელი გახდა შეცდომების ჯაჭვის შემდეგი ქმედებების ან უმოქმედობის შედეგად:

1. გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდა, რის ალტერნატივად დარჩა მხოლოდ ქუჩა.

2. საზოგადოება ვერ დავარწმუნეთ, რომ ბოიკოტი არ იყო პოლიტიკურად გამართლებული და სწორი გზა პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.

3. ვერ გავიმარჯვეთ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც რევოლუციური და დამხობის სცენარებს ემხრობოდა.

4. და ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვავიწყდა მთავარი — თუ არ დაამარცხე ნაცები, ვერ დაამარცხებ ოცნებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ