თაზო დათუნაშვილი: 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება. მისი თქმით, 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე 100-ზე მეტი საჩივარი დაიწერა.
იგი ამბობს, რომ დარღვევის ძირითადი ტიპებია: ე.წ. კარუსელი, საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე მათი იძულება, რომ მივიდნენ და ხმა მისცენ და ვიდეომონიტორინგისთვის ხელის შეშლა. დათუნაშვილის ინფორმაციით, თბილისის საარჩევნო უბნებზე კამერებს აზიანებენ და რაკურსს უცვლიან.
"12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში მიმდინარე საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი. ამის პარალელურად, 12:00 საათისთვის აქტივობა არის ძალიან მაღალი, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვისაც ესმის ამ ბრძოლის ველის მნიშვნელობა და ვინც მოვიდა საარჩევნო ყუთებთან. მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ვისაც აღარ უნდა იცხოვროს რუსული სცენარით, რუსულ ქალაქებსა და სოფლებში, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება სწორი მიმართულებით, აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი. "ქართული ოცნების" აგონიური მდგომარეობა ნიშნავს, რომ მათ აქვთ პრობლემები. თქვენი აქტივობა შეიძლება იყოს გადამწყვეტი, ამიტომ აუცილებლად მოდით არჩევნებზე!
რაც შეეხება დარღვევებს, მთავარ პრობლემად იკვეთება ის, რომ თბილისის ათობით უბანზე კამერებს აზიანებენ, რაკურსს უცვლიან, ცდილობენ, რომ გააჩერონ. წერენ უცნაურ საჩივრებს, რომ კამერის გადაღება გააჩერონ. სერიოზულ პრობლემას უქმნით კამერები. ცალსახად იკვეთება ტენდენცია, რომ ისინი ატრიალებენ თბილისის ბევრ უბანზე ე.წ. საარჩევნო კარუსელს. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ მტკნარ და ბინძურ ტყუილს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ახლა ავრცელებენ, თითქოს საჩივრები არ არის დაწერილი. 100-ზე მეტი საჩივარია დაწერილი და ცესკო-ს ყაჩაღებს აქვთ გაცემული ბრძანება, კალანდარიშვილი ყაჩაღის თამადობით, დირექტივაა კომისიებზე, რომ არ მიიღონ საჩივრები, რომ არ მიიღონ ჩვენ მიერ დაკისრებული საჩივრები და ბევრ უბანზე საჩივრები არ განიხილება.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საჩივრები იქნას მიღებული. თუმცა კალანდარიშვილი ცდილობს დაბლოკოს ეს საჩივრები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ტენდენცია იკვეთება მთელი საქართველოს მასშტაბით. დარღვევის ტიპებია: ე.წ. კარუსელი, იკვეთება ტენდენცია განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, რომ ტექნიკური სარეგისტრაციო აპარატები სპეციალურად გააფუჭონ, რადგან ჟურნალით აღრიცხვაზე გადავიდნენ და ამით გაამარტივონ გაყალბების მეთოდები. აგრეთვე კონკრეტული უბნები დავასახელეთ, სადაც ჩამოყენებული ჰყავთ ე.წ. სამარშრუტო ტაქსები და უბნებთან ახლოს არიგებენ ფულს და აწარმოებენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს ტენდენცია იკვეთება თბილისშიც, ბათუმშიც, გორშიც, თელავშიც და ბევრ სხვა საარჩევნო ოლქსა და უბანზე.
ამის მიღმა, ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია, რომელიც "ქართულ ოცნებაში" აქვს, ეს არის ამომრჩევლის აღრიცხვა და ამ ამომრჩევლის იძულება, რომ საარჩევნო უბნებზე მიიყვანონ. ეს ხდება აბსოლუტურად უკანონო გზით. მათ შორის, სოციალურად დაუცველებს აშანტაჟებენ სოციალური დახმარების მოხსნით და ეძახიან "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისცენ ხმა. „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პანიკა და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ გააყალბოს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ბრძოლა არის სწორი ბრძოლა, მნიშვნელოვანი ბრძოლა და საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ უნდათ ივანიშვილის საქართველოში ცხოვრება, აუცილებლად უნდა გამოვიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ სამოქალაქო ვალი", — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს 8 ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის 2 კოალიცია — ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც ცესკო-ს მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნებში შესვლა ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ნიშნავს და სასურველ ციფრებს ოცნება მაინც დაიწერს. თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველზე აქციას გამართავენ. ორგანიზატორებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წარმომადგენლები. ისინი აცხადებენ, რომ ამ დღეს ოცნების ხელისუფლებას "მშვიდობიანად დაამხობენ".
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები