თეგეტა მოტორსი X Bridgestone — დიდგორში DUELER AT/002 საბურავის ტესტდრაივი გაიმართა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა და საბურავების მწარმოებელმა უმსხვილესმა იაპონურმა ბრენდმა Bridgestone-მა დიდგორში DUELER AT/002 საბურავის ტესტდრაივი გამართა. ღონისძიების მიზანი იყო Bridgestone-ის გამორჩეული მოდელის შესაძლებლობების რეალურ პირობებში გამოცდა. მას დაესწრნენ ოფროუდის მოყვარულები, თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის მომხმარებლები.
სტუმრებმა DUELER AT/002 საბურავების შესაძლებლობები მრავალფეროვან რელიეფზე Toyota Prado-ს მეშვეობით გამოსცადეს. ტესტდრაივი გრუნტიან და ტალახიან გზებს, მკვეთრ აღმართ-დაღმართებსა და უგზოობის სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავდა. ღონისძიების სპორტული ნაწილი საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ჩართულობით შედგა.
ფოტო: თეგეტა
დავით ჩხაიძე, თეგეტა პრაიმ პროდაქტსის დირექტორი: "DUELER AT/002 შექმნილია იმისთვის, რომ ყველა სახის გამოწვევას უპასუხოს. მისი მთავარი უპირატესობებია გამძლეობა, გაუმჯობესებული მოჭიდება, როგორც მშრალ, ისე სველ ზედაპირზე და ხმაურის დაბალი დონე, რაც ნებისმიერი ტიპის გზაზე მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მოხარულები ვართ, რომ Bridgestone-ისთვის ქართულ ბაზარს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ადგილობრივ მომხმარებელს გამოცდილებას თავად უზიარებს. ასეთი უშუალო კონტაქტი აძლიერებს ნდობას და აჩენს კიდევ უფრო დიდ ინტერესს ბრენდის მიმართ“.
დიდგორში გამართულ ღონისძიებას Bridgestone-ის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც იაპონური ბრენდის გამორჩეული მოდელის შესაძლებლობები და ტექნიკური მახასიათებლები სტუმრებს თავად გააცნო.
ფელიქს სამოილოვი, Bridgestone-ის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი (CIS): “DUELER AT/002-ის მახასიათებლები კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის პოზიციას ბაზარზე. მოდელი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით Hexagonal Center Blocks-ის დახმარებით, აუმჯობესებს მოჭიდებას და მდგრადობას სხვადასხვა ტიპის გზებზე. Lateral Grooves & Shoulder Design იძლევა წყლისა და ტალახის სწრაფ დრენაჟს, ხოლო High Silica Compound უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სველ და მშრალ პირობებში. Optimized Contact Patch კი ზეწოლის თანაბარ განაწილებაზეა პასუხისმგებელი. მონაწილეებმა თავად გამოსცადეს, რომ DUELER AT/002 ნამდვილად გამორჩეული საბურავია“.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიება, რომლის მხარდამჭერიც Polaris იყო, მოიცავდა, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობ აქტივობებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, DUELER AT/002-ის ტექნიკური მახასიათებლებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ და, პარალელურად, გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაეზიარებინათ.
ფოტო: თეგეტა
თამარ ამისულაშვილი, თეგეტა მოტორსის საბურავების მიმართულების მარკეტინგის მენეჯერი: “საბურავების მწარმოებელი წამყვანი ბრენდის ყველა გზავნილი რეალობას ეფუძნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს სჯეროდეს იმ დაპირების, რომელსაც Bridgestone სთავაზობს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მსგავსი ინიციატივებით მომხმარებელს, ერთი მხრივ, ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ, მეორე მხრივ კი, მეგობრული და უშუალო გარემო შევუქმნათ. ჩვენ ავირჩიეთ DUELER AT/002, როგორც Bridgestone-ის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, რომელიც საკუთარი მახასიათებლებით ნამდვილად გამორჩეულია. ვფიქრობ, მომხმარებელი მოდელის შესაძლებლობებში თავადაც დარწმუნდა“.
Bridgestone-ის სტრატეგიული მიზანია, მომხმარებელთან ურთიერთობა პარტნიორობაში გადაიზარდოს. საქართველოში კი ამ პროცესს თეგეტა მოტორსი უჭერს მხარს. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან და თეგეტასთან პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა და თეგეტას შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს კი თეგეტამ Bridgestone-თან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვა. საქართველოს შემდეგ, კომპანია მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი რეგიონშიც გახდა.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები