ელენე ხოშტარია

28 Sep. 2025, 20:06

"გაეროში ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლაზე და იქვე, ივანიშვილის საგარეო პორტფელის ვიზიტზე ორი რამ შეიძლება ითქვას:

ეს იყო რუსის გამოსვლა, ტერმინების დონეზეც კი. ჩახედეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოკუმენტებს და ნახავთ, მათი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა მულტიპოლარული დღის წესრიგის ჩამოყალიბება, რის უკანაც სინამდვილეში რუსეთის იმპერიული ამბიციები იმალება. აი, საბჭოთა კავშირის დაშლა რომ პუტინისთვის მე-20 საუკუნის ტრაგედიაა, ეგ. საქართველოსთვის მულტიპოლარული კი არა, დასავლური, თავისუფალი და მშვიდობის ცივილიზაციის სიძლიერეა მთავარი ამოცანა.

მაგრამ არა, ივანიშვილი რუსული საგარეო სტრატეგიით ხელმძღვანელობს. იქვე კომიკური კალკი რუსული გამოსვლებიდან — "მზად ვართ დიალოგისთვის თუ შანტაჟის ენით არ დაგველაპარაკებიან". ვის დაჰკარგვიხართ? კომიკურია უბრალოდ.

გადაახვიეთ ლავროვის გამოსვლები, ერთი-ერთშია, ოღონდ, ის საძაგელი რუსეთი ბირთვული სახელმწიფო მაინც არის. მართალია უკრაინასთან ომში უკიდურესად სუსტად გამოიყურება, მაგრამ ბირთვული მაინც არის. ივანიშვილი კი ვის დაჰკარგვია?!

ოცნების რეჟიმის სრული საერთაშორისო იზოლაცია ფაქტობრივად გაფორმდა. ხელიც კი ვერავის დააქნევინეს, ცოტა ფოტოშოპი რომ მიეშველებინათ და რამე გამოედნოთ. ეს რეჟიმი იგმობა ამერიკაში, გაეროში, ევროკავშირში, ბრიტანეთში და ევროპის დედაქალაქებში. ეუთოც კი ვერ ჩამოიყვანეს. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, სწორედ ამ 300 დღიანი შეუპოვრობის. სხვა შემთხვევაში, "ოცნება" ვითარების გარკვეულ ნორმალიზებას შეძლებდა. ეს მონაპოვარი შესანარჩუნებელი და დასაგვირგვინებელია მათი გაშვებით. დელეგიტიმაციის შემდგომი ნაბიჯი უნდა იყოს მათი გაბუნძულება!

ამიტომ ამაყად და ბოლომდე!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან

ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების…