სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა. მანამდე ამ პოზიციას ირაკლი ბერაია იკავებდა, რომელიც NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

"მამუკა მდინარაძემ, მოადგილე ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად, დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. ყურადღება გამახვილდა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობასა და შესაძლებლობების თვისებრივ გაძლიერებაზე," — ვკითხულობთ განცხადებაში.