ირაკლი კუპრაძე

25 Sep. 2025, 14:47

"კახა კალაძე უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე. 2020 წელს კალაძის მიერ იპოდრომთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი, კიდევ ერთი დასტურია, როგორ მოატყუა კალაძემ, კორუფციაში მრავალგზის ბრალდებულმა, მატყუარა მერმა თბილისელები. უკვე 5 წელი გავიდა 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ჩვენს უკან არის იპოდრომი, რომელიც ისევ გახრიოკებულია. მივმართავ თბილისელებს, 2020 წელს კახა კალაძე გამოვიდა პირდაპირ ეთერში, ამ კლიპის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი. მოწყობილი იქნებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა, სხვადასხვა მრავალფუნქციური შინაარსით, მაგრამ მოგატყუათ. დღეს ჩვენ უკან ისევ გახრიოკებული იპოდრომია, ე.წ. ცენტრალური პარკი.

კახა კალაძემ თბილისელებს ასევე, ის მოგატყუათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისელებს იპოდრომი საჩუქრად გადასცა. ამის შედეგად, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის ყველაზე მნიშვნელოვანი სატყეო ნაწილი, 80 145 კვადრატული მეტრი 85 მილიონ ლარად მიყიდა ძმებ ფხაკაძეებს და მათ სამშენებლო კომპანიას, ე.წ. "ვისოლ ჯგუფს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…