შალვა პაპუაშვილი: "ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსია"
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერ ელენე ხოშტარიასა და ნიდერლანდების ელჩ მელინე არაკელიანის, სავარაუდო, შეხვედრაზე კომენტირებისასა თქვა, რომ "ეს გახლავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მაგალითი" და "ელენე ხოშტარია ექსტრემისტი პოლიტიკოსია".
"სამწუხაროა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე ვენის კონვენციის ხსენება უკვე მეზარება სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენჯერ უნდა ვახსენოთ ვენის კონვენცია და შევახსენოთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის უფლება მათ არ აქვთ, და გამაოგნებელია, როდესაც მას შემდეგ, რაც წინა დღეს ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული და დააზიანა არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო ბანერები ამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის შემდეგ, როგორც ჩანს არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჯერ დასტურდება არის საჭირო თავად ელჩის მხრიდან, არა ოფიციალურ შეხვედრაზე, არამედ პირად შეხვედრაზე იწვევს ექსტრემისტ პოლიტიკოსს და ეს თავისთავად ამგვარი ხასიათის არაფორმალური შეხვედრები არის პირადი დამოკიდებულების თუ რა ვიცი პირადი მხარდაჭერის ჩვენება, რაც არის გამაოგნებელი, როცა უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში, მას შემდეგ რაც მან ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ხვდება.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ზუსტად ასეთი ან დაუფიქრებელი ქმედებები ან დაფიქრებული, კიდევ უფრო უარესი თუ კი ეს წინასწარ დაფიქრებული, ჩაფიქრებული და გააზრებული არის, ქმედებები ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში.
ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანი არის 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა და არჩევნების ჩაშლა, ის ამაზე საუბრობს. მეორე მისი გაცხადებული გეგმა არის ხელისუფლების ძალადობით შეცვლა, როდესაც საუბრობენ გადატრიალებებზე თუ დამხობებზე და ასე შემდეგ.
და ასეთ ექსტრემისტ პოლიტიკოსს, როდესაც არა ფორმალურ გარემოში, თუმცა ესეც პრობლემა იქნებოდა, რომ ასეთ ექსტრემისტებს ფორმალურადაც შეხვდნენ და არა თუ ასეთ ფორმალურ გარემოში, არაფორმალურ გარემოში პირად რაღაც ურთიერთობას და პირად სიმპათიებია თუ არ ვიცი ეს მე რა არის, პირად მხარდაჭერას ყოველ შემთხვევაში ამით აჩვენებს, როდესაც მას შემდეგ რაც წინა დღეს ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული მეორე დღეს უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მათ შორის ეს გახლავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მაგალითი თუ კი ეს სიმართლე არის, რომ მას შემდეგ რაც ექსტრემისტმა პოლიტიკოსმა დააზიანა არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ქონება და ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, ამის შემდეგ ჰოლანდიის ელჩი მას არაფორმალურ გარემოში შეხვდა", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კომენტარზე იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი ხელისუფლების დასანქცირებას ითხოვს ელენე ხოშტარიას დაკავების გამო, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ერთადერთი, ვინც უნდა დასანქცირდეს, თუკი ვინმეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია აინტერესებს, გახლავთ თავად ელენე ხოშტარია, რომელიც ექსტრემიზმით არის დაკავებული".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები