უფასო მედიკამენტები, ტრანსპორტი მტკვარზე, უფასო კვება სკოლებში — "ლელო-ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
კოალიცია "ლელო — ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაში კოალიციის ლიდერებმა განვითარების 9 მთავარი პრიორიტეტზე ისაუბრეს, კერძოდ: ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობა; თბილისი — მწვანე ქალაქი; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება და განვითარება; უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკა; თბილისი ავარიული სახლების გარეშე; მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტა; ჯანდაცვის განვითარება და უფასო მედიკამენტები; ახალი სოციალური პოლიტიკა; თბილისი — სუფთა ქალაქი.
ახალი სარტყელი, ახალი შესაძლებლობის ფარგლებში ლელო — ძლიერი საქართველო გეგმავს, რომ თბილისში 70-80 კმ სიგრძის, 3-3, ანუ ჯამში, 6-ზოლიანი წრიული პერიმეტრის ავტომაგისტრალი მოეწყოს.
თბილისი — მწვანე ქალაქის ფარგლებში, ლელო — ძლიერი საქართველო თბილისის ცენტრალური პარკების სისტემის შექმნას გეგმავს, რომლითაც არსენალის მთა, იპოდრომი, ცირკის მთა, ლაგუნა ვერე, ყოფილი ზოოპარკის ტერიტორია და უნივერსიტეტის უკანა ეზო ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება. ამავე ინიციატივის ფარგლებში, თბილისის შემოგარენ მთებზე ლელო — ძლიერი საქართველო ერთიანი ტყე-პარკის შექმნას გეგმავს, რომლის ფართობიც 700 ჰექტარი იქნება. ეს სივრცე მოიცავს: კუს ტბას, მთაწმინდის პარკს, თაბორის მთას, ნარიყალას, გოლფის მოედნებს ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებს. ლელო — ძლიერი საქართველოს ინიციატივით, ამ ტერიტორიაზე აიკრძალება ავტომობილების მოძრაობა და ტერასები, ხიდები, გადმოსახედები, სათამაშო მოედნები, ბილიკები და სპორტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებისა და განვითარების ფარგლებში, ლელო — ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტი იქნება: მეტროპოლიტენის გაძლიერება და გაფართოება; სატრანსპორტო ხაზების დიფერენცირება; მიწისზედა ტრამვაის სისტემის დანერგვა; ახალი საბაგირო მარშრუტების მოწყობა; მტკვარზე სამდინარო ტრანსპორტის დაბრუნება; ელექტროველოსიპედების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; პარკირების პრობლემის აღმოფხვრა — ლელო — ძლიერი საქართველო ამბობს, რომ 5-ჯერ გაზრდის მუნიციპალური პარკირების ადგილებს და თბილისის ყველა უბანში მოეწყობა მრავალსართულიანი მუნიციპალური მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგები;
სატრანსპორტო გეგმის განხორციელებაზე ჯამში 600 მილიონი ლარი დაიხარჯება.
უსაფრთხო სამშენებლო პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში, "ლელო — ძლიერი საქართველო" სამშენებლო სტანდარტების გამკაცრებას გეგმავს, ასევე ინიციატივა ითვალისწინებს მშენებლობისას გარემოს დაცვის საკითხების წინ წამოწევას და უსაფრთხოების მექანიზმების მოდერნიზებას.
ლელო — ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია თბილისში ავარიული სახლების პრობლემა. ამის შესახებ ინიციატივაში "თბილისი ავარიული სახლების გარეშეა" აღნიშნული. ლელო — ძლიერი საქართველოს სპეციალური ფონდის შექმნას გეგმავს, რომელიც, როგორც საარჩევნო პროგრამაშია აღნიშნული, 5 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარს დახარჯავს და უზრუნველყოფს დედაქალაქში არსებული 10 ათასი ავარიული სახლის სრულ რეაბილიტაციას.
საარჩევნო პროგრამაში ასევე გაწერილია მიუსაფარი ცხოველების პრობლემის სისტემური გადაწყვეტის ინიციატივა. ინიციატივის ფარგლებში იგეგმება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი სამჯერ გაზრდა, მობილური ვეტერინარული კლინიკების შექმნა. ასევე სრულად აღირიცხება ცხოველთა პოპულაცია.
ლელო — ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ჯანდაცვის განვითარებისა და უფასო მედიკამენტების შექმნის ინიციატივა დამატებითი მუნიციპალური პროგრამების შემოღებას ითვალისწინებს. საარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ თბილისის თითოეულ მცხოვრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დამატებითი მომსახურება: უფასო სკრინინგი ყველაზე გავრცელებული დაავადების გამოსავლენად, კომპიუტერული ტომოგრაფიები და სისხლის ყველა სახის ანალიზები. ინიციატივის ნაწილია ადრეული ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის ადრეული პოპულარიზებაც.
ლელო — ძლიერი საქართველო ახალი მუნიციპალური პროგრამის დანერგვასაც გეგმავს, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა მშობლებისთვის უფასო გახდება შემდეგი ჯგუფების სარეცეპტო მედიკამენტები:
არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებები;
გულის იშემიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტები;
ანტი-არითმიული პრეპარატები;
ბრონქული ასთმის სამკურნალო საშუალებები;
ანტიბიოტიკები;
სისხლის გამათხელებელი საშუალებები;
გლაუკომის სამკურნალო საშუალებები;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო საშუალებები;
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები და საშუალებები.
ახალი სოციალური პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში სკოლებში უფასო კვების დანერგვა და უფასო სასადილოების რეფორმა იგეგმება. ასევე, ინიციატივაში გათვალისწინებულია, რომ ყველა ომის ვეტერანისთვის პარკინგი და საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო (განურჩევლად იმისა, თბილისელია ის, თუ არა).
ინიციატივა "თბილისი — სუფთა ქალაქის" ფარგლებში იგეგმება ლილოს ნაგავსაყრელის გაუქმება და დასავლური ფონდების დაფინანსებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენება. ასევე, პროგრამის მიხედვით, აშენდება მტკვრის გამწმენდი ნაგებობები და მერია დაიწყებს ჰაერის დაბინძურების მუდმივ მონიტორინგს.
ლელო — ძლიერი საქართველო თბილისელებს ჰპირდება, რომ თბილისის ბიუჯეტი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მოქალაქეები შეძლებენ მისი ხარჯვის მონიტორინგს, ასევე თბილისის ახალი მერი მოიწვევს საერთაშორისო აუდიტს, რომელიც შეისწავლის "ოცნების" მმართველობის პირობებში საბიუჯეტო რესურსების ფლანგვისა და კორუფციის შემთხვევებს. საარჩევნო პროგრამაში ასევე წერია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ავტოპარკზე უარს იტყვიან.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა "მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
გადახედვა
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები