8 სექტემბერს კალაძის შტაბის წევრებმა და პოლიციის თანამშრომელმა 4 ჟურნალისტზე იძალადეს
გუშინ, კახა კალაძის შტაბთან შტაბის წევრებმა მოქალაქეებზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს. შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
ოცნების მხარდამჭერებმა "პუბლიკის" ორ ჟურნალისტს ქეთო მიქაძესა და ალექსანდრე ქეშელაშვილს ტელეფონები წაართვეს, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს კი პოლიციელმა აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. ოცნების მხარდამჭერებმა ფიზიკურად იძალადეს და სახეზე დაზიანებები მოაყენეს ასევე უნგრელ ჟურნალისტს, ლასლო მეზეშს.
"პუბლიკას" ჟურნალისტებმა მათზე განხორციელებულ ძალადობისა და ტელეფონების წართმევის გამო 112-ს მიმართეს, თუმცა განმეორებითი ზარის შემდეგაც პოლიცია ადგილზე არ მისულა.
"პუბლიკის ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე ძალადობისა და ტელეფონის წართმევის ფაქტზე გამოცემამ რეაგირებისთვის 112-ს მიმართა.
პოლიცია ადგილზე არ მოვიდა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ 112-ზე ხელმეორედ დავრეკეთ.
23:00 საათისთვის ქართული ოცნების შტაბიდან მათი პარტაქტივი გამოვიდა, მათ შორის იყო ლევან ზარდიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა. მისი შტაბიდან გამოსვლის დროს პუბლიკის მიერ გამოძახებული პოლიცია ადგილზე კვლავ არ იყო მოსული.
საბოლოოდ, ჩვენი გამოძახების საფუძველზე პოლიცია ადგილზე არ მოვიდა.
პარტაქტივის მიერ შტაბის დატოვების შემდეგ გამომძიებელი დაგვიკავშირდა და პოლიციის განყოფილებაში მისვლა გვთხოვა.", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ნეტგაზეთის" ჟურნალისტი ქეთევან ხუციშვილი ფეისბუქზე ლაივში აშუქებდა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე პროცესებს, როცა მას პოლიციელმა აგინა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა.
"ვუთხარი რომ მე ვარ მედიის წარმომადგენელი, ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებ, ნაცვლად იმისა ხელი არ შეეშალა გადაღებაში, პირიქით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა როგორც მან [პოლიციის თანამშრომელმა], ისე ქართული ოცნების შტაბიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ. შემაგინეს და მუჯლუგინებიათა და ხელის კვრით გადამწიეს ადგილიდან," — ამბობს ქეთევან ხუციშვილი "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
დაშავებულებს შორისაა ასევე უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მეზეში. ის სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ იღებდა, როცა ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მოგვიანებით ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
გელა გელაძის უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები