დავით მათიკაშვილი

8 Sep. 2025, 13:54

"კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ გუნდიდან გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი საქართველოში რადიკალიზმს ასაზრდოებს. არ ვიცი, ჯაფარიძეს წამოსცდა, ქვეცნობიერმა უღალატა თუ რა ქნა, მაგრამ ზუსტად ამაზე ისაუბრა. ეს იმდენად ამაზრზენია, საერთოდ არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს, გუნდს და იქნება თან დანაშაულის ჩამდენი, ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება.

თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არ არის აქ კონკრეტულ იდენტიფიცირებულ ადამიანებზე საუბარი, თუმცა ფაქტი იმისა, რომ აქედან გაგდებული პირები გარკვეული ფორმით ცდილობდნენ, რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც, არის სახეზე".

განაცხადა "ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა და ამით ენმ-ს წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…