რესტორან "ქვევრში" სროლა იყო — "ოცნებასთან" დაახლოებული ლაშა ბასლანძე რესტორნის მფლობელს თავს დაესხა
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ქვევრში" გვიან ღამით, დაახლოებით 1 საათზე სროლა მოხდა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ლაშა ბასლანძე, რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ბრმად გაისროლა.
შალვა ტიბუას ადვოკატმა, თამარ აბესაძემ IPN-ს განუცხადა, რომ შელაპარაკება ფინანსურ უთანხმოებაზე მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, ტიბუას ბასლანძეზე "ქვევრი" იჯარით ჰქონდა გაცემული, რომლის ნაკისრ ვალდებულებებსაც ბრალდებული არ ასრულებდა. ბასლანძემ თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა.
"მესაკუთრე ტიბუასგან იჯარით იყო გადაცემული „ქვევრი“ ლაშა ბასლანძისთვის. ვინაიდან არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული თანხის ანაზღაურება, ამასთან საბანკო ვალდებულებით იყო ნაყიდი აღნიშნული რესტორანი ტიბუას მიერ, ხელშეკრულება შეუწყვიტა ლაშა ბასლანძეს, დაატოვებინა ფართი, ვინაიდან არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს როგორც მეიჯარე. ამან გამოიწვია განაწყენება და მოახდინა თავდასხმა შუაგულ რესტორანში. დაცვის თანამშრომელს აქვს დაზიანება, თავად ტიბუას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.
ლაშა ბასლანძემ წინასწარ დაურეკა ტიბუას, მივიდა რესტორანში. მას ხელშეკრულება არ ჰქონდა, ყველაფერი გაუქმებული ჰქონდა, პირდაპირ მიეჭრა რესტორანში, ის იყო შეიარაღებული. ახლა ამბობენ, რომ პნევმატური იარაღი იყოო. იარაღის დემონსტრირებით დაესხა თავს რესტორნის მესაკუთრეს. ატყდა ჩხუბი, იყო გასროლა. დაზიანდნენ ადამიანები. შალვა ტიბუა გამოიკითხა, ახლა ვიდეოკამერები უნდა წარვუდგინოთ, სადაც ჩანს რა მოხდა," — განაცხადა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები