ანი ქავთარაძე სარფის საბაჟოზე $19 000-ის ჩამორთმევის გამო სამართლებრივ დავას იწყებს
კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს, ანი ქავთარაძეს სარფის საბაჟოზე 19 000 დოლარი ჩამოართვეს. ამის გამო ის სასამართლო დავას იწყებს.
"ტვ პირველთან" საუბრისას ქავთარაძე ამბობს, რომ ამ თანხით ოჯახს ავტომობილის შეძენა სურდა, რომელიც მისი პირადი ავტომობილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ფულით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპროტესტო აქციების დაფინანსებას გეგმავდა.
როგორც ანი ქავთარაძე ამბობს, 2 სარჩელი მომზადდება: ერთი, რომლითაც მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მეორით — ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მის 3 არასრულწლოვან შვილს, რომლების სარფის საბაჟოზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, 5 საათი მოსაცდელში ჰყავდათ შეყოვნებული და არ უმარტავდნენ რატომ ჰყავდათ ანი ქავთარაძის ქმრის კუთვნილი ავტომობილი შეყოვნებული.
მომხდართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია 29 აგვისტოს გაავრცელა. შს-ის განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ანი ქავთარაძე, მხოლოდ მის ქმარს იხსენიებენ ინიციალებით და წერენ, რომ "შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაჟო საზღვარზე განახორციელოს ყველა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის გადამტანი/მიმღები პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამულ მოდულებში".
უწყების ცნობით, "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მოხდა საქართველოს მოქალაქის ბ.მ-ს და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის შეჩერება.
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, უფლებამოსილმა პირმა, ეჭვის საფუძველზე, განახორციელა მძღოლთან ინტერვიურება/გასაუბრება, (ინტერვიურების პროცესი ასახულია სამხრე კამერის ჩანაწერებში). აღნიშნული გასაუბრებისას, მძღოლმა განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. ავტომობილის, ბარგის და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის სახით უცხოური ვალუტა — 19 100 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 51 508,88 ლარი.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაჟო საზღვარზე განახორციელოს ყველა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის — ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამტანი/მიმღები პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამულ მოდულებში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები