ურსულა ფონ დერ ლაიენი: "მალე წარვადგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს"
ფოტო: კადრი ევროკომისიის ვიდეოდან
"მალე წარვადგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს. პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, რათა წვლილი შევიტანოთ უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის საქმეში" — ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა და გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმას, რომელსაც ბოლო ცნობებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ოკუპანტების თავდასხმის დროს ორი რაკეტა მოხვდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისსაც, თუმცა არავინ დაშავებულა.
"სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთზე" — აღნიშნავს ლაიენი.
"აღშფოთებული ვარ კიევზე თავდასხმის გამო, რომლის სამიზნეც ჩვენი ევროკავშირის ოფისიც გახდა. ეს იყო დედაქალაქზე ივლისის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თავდასხმა დრონებითა და რაკეტებით. როგორც ხედავთ ეკრანზე ჩემს უკან, ეს იყო თავდასხმა ჩვენს დელეგაციაზეც. ახლახან ვესაუბრე ჩვენს ელჩის მოადგილეს და შვებით ამოვისუნთქე, რომ ჩვენი თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა.
გუშინდელი თავდასხმა დიპლომატიური მისიის, ჩვენი კავშირის წარმომადგენლობის სიახლოვეს მოხდა. ორი რაკეტა დელეგაციას 50 მეტრის რადიუსში 20 წამში მოხვდა. ეს კიდევ ერთი საშინელი შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე. ეს აჩვენებს, რომ კრემლი არაფრის წინაშე არ გაჩერდება უკრაინის დასატერორებლად, ბრმად კლავს მშვიდობიან მოსახლეობას — კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთზე. ეს ნიშნავს ჩვენი სანქციების რეჟიმის გამკაცრებას. მალე წარვადგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს. პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით, რათა წვლილი შევიტანოთ უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის საქმეში. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ძლიერ, ურყევ მხარდაჭერას უკრაინისთვის, ჩვენი მეზობლისთვის, პარტნიორისთვის, მეგობრისთვის და მომავალი წევრისთვის.
ხვალ მე გავემგზავრები შვიდ წევრ სახელმწიფოში, რომლებიც აძლიერებენ და იცავენ ჩვენს გარე საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან. მსურს გამოვხატო ევროკავშირის სრული სოლიდარობა მათ მიმართ და გაგიზიაროთ ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ძლიერი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის მშენებლობაში, განსაკუთრებით ჩვენი ერთობლივი თავდაცვის ინსტრუმენტის SAFE-ის მეშვეობით.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მამაც თანამშრომლებს ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკრაინაში. ისინი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებენ უკიდურესად რთულ პირობებში. ამ გზავნილს პირადად გადავცემ მათ კიევში შემდეგი ვიზიტის დროს," — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
- დიმიტრი პესკოვი: სამიზნეები განადგურებულია, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება
- კიევში რუსული დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა
- ემანუელ მაკრონი: უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისების დაზიანებას უმკაცრესად ვგმობთ
- სიბიგა სიიარტოს: თუ შენთვის რუსული ნავთობსადენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ბავშვები, ეს არის მორალური დეგრადაცია
- მარტა კოსი: რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
კომენტარები