ანასტასია ზინოვკინა

14 Aug. 2025, 14:51

ანასტასია ზინოვკინა: "თბილისში 2024 წლის ოქტომბერში, ჩემს მეუღლესთან არტემ გრიბულთან ერთად. ჩვენ ვცხოვრობდით სომხეთში და ვაპირებდი ლათინურ ამერიკაში წასვლას. კატებთან დაკავშირებულ საბუთების გაკეთებას დიდი დრო დასჭირდა. ვეტერინარმა გვითხრა, რომ საქართველოში ეს უფრო სწრაფად კეთდებოდა და ჩამოვედით აქ... ბილეთები უკვე ნაყიდი გვქონდა თბილისიდან ბრაზილიაში.

ერთი კვირით ადრე დაკავებამდე, მე და არტიომი აღმოვჩნდით აქციაზე. სახლიდან მე გავდიოდი მაღაზიაში, იმის შემდეგ რაც მიტინგზე ვიყავით, 11 დეკემბერს დაახლოებით, ჩემზე ხორციელდებოდა თვალთვალი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, სახლთან იდგნენ მანქანები, ახალგაზრდა მამაკაცები, ვივარაუდე, რომ "მეზობელი ბანდიტები" იყვნენ.

...17 დეკემბრამდე ბინის ქირა უნდა გადაგვეხადა, ამიტომ გამოვედი სახლიდან, რათა მივსულიყავი ბანკში, რომ შევედი ბანკში, დავინახე ის კაცები, ვისაც ჩემს კორპუსთან ვხედავდი. ისინი კვალდაკვალ მომყვებოდნენ.

პატარა თანხა მედო ჩანთაში და ამის გამო არ ღირდა ჩემი გაძარცვა. 3000 დოლარი მედო, ნაღდი ფული. მაინც შეშინებული ვიყავი და [კაფესთან] გავჩერდი, გადავუღე ფოტოები ამათ და გავუგზავნე მეგობარ გოგოს. დავლიე ყავა და ვიყიდე ბორში წასაღებად. გამოვიძახე ტაქსი სახლამდე.

...4-დან 5 საათამდე ჩვენთან მოვიდა ბინის მეპატრონე, მე მას გადავუხადე 850 დოლარი ქირის. ვისაუბრეთ მიტინგებზე, ცოტა გავისაუბრეთ. იმის თაობაზე, რომ მე და არტიომს ძალიან მოგვწონს საქართველო, მაგრამ მე არ მსურდა დიქტატურის ქვეშ ცხოვრება, ვუთხარი, რომ ჩვენ ვაპირებდით შვილის ყოლას და მინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო დიქტატურაში.

მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე დიქტატურაში და სხვანაირი ცხოვრება არ მინახავს"

— პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინა სასამართლო პროცესზე ხსნის თუ როგორ მოხვდა საქართველოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. "ჯერჯერობით არაფერი…