სენატორი ლინდსი გრემი: "თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ"
ფოტო: WP
"თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ", — ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე წერს. მისი თქმით, "აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება უკრაინაში, ევროპელების მიერ დაფინანსებული, ამერიკული წარმოების იარაღის გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავია".
"ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დააწესებდა იმ ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის ომარ მანქანას უჭერენ მხარს - რაც პუტინს ყველაზე მეტად აწუხებს.
თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, მე ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ.
მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერდეს მხარს, პრეზიდენტ ტრამპის სიტყვას დავიჯერებდი", — წერს სენატორი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსკოვს მოუწოდა, 50 დღის ვადაში მოაგვაროს უკრაინაში კონფლიქტი და დაემუქრა, რომ თუ ამას ვერ შეძლებს, სავაჭრო პარტნიორებს "ძალიან მკაცრ ტარიფებს" დაუწესებს. გარდა ამისა, აშშ და NATO კიევს "ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობას" მიაწვდიან.
NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ვლადიმერ პუტინით და უკმაყოფილოა მოსკოვის პოზიციით უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
"მეგონა, რომ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს გრძელდება და გრძელდება", — თქვა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს რუსეთთან უკრაინაში ომზე შეთანხმებას "დაახლოებით ოთხჯერ" მიაღწია.
"თუ 50 დღის ვადაში შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ ძალიან მკაცრ ტარიფებს დავაწესებთ, დაახლოებით 100%-იან ტარიფებს", — თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს იქნება "მეორადი ტარიფები", რომლებიც რუსეთის სავაჭრო პარტნიორებისკენ იქნება მიმართული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები