ბოლო ცხრა თვეში თურქეთში 500-ზე მეტი პირი დააპატიმრეს, მათი უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის წევრია
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებამ 500-ზე მეტი პირი, ძირითადად ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრები, დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორუფციული ქმედებები "რვაფეხას სქემას" შეადარა, რომლის საცეცები თურქეთის სხვადასხვა ნაწილებსა და საზღვარგარეთაა.
გამოძიება, როგორც ხელისუფლება აცხადებს, მიზნად ისახავს კორუფციის დიდი ქსელის ამოძირკვას. ათობით CHP-ის მიერ მართული მუნიციპალიტეტი უკვე ზედამხედველობის ქვეშაა. 14 არჩეული მერი, მათ შორის სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ — რომელიც ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ ითვლება — სასამართლოს მოლოდინში პატიმრობაში იმყოფება. ეს იურიდიული კამპანია ბოლო წლებში, ოპოზიციის წინააღმდეგ ერდოღანის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ნაბიჯად ითვლება.
CHP მტკიცედ უარყოფს კორუფციის ბრალდებებს და გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობად აფასებს, რომლის მიზანიც დემოკრატიული ოპოზიციის დათრგუნვაა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და სამართლებრივ სისტემას პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცევს. ამ კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტი ერდოღანი პოლიტიკურ ჩარევას უარყოფს. საჯარო განცხადებებში იგი ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და გამოძიება მთლიანად სამართლებრივ ჩარჩოში მიმდინარეობს.
ჯერჯერობით დაკავებულების წინააღმდეგ ბრალდებები არ წარდგენილა და სასამართლოს მასალები ხელმისაწვდომი არ არის. ადამიანის უფლებების ორგანიზაციები და ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჯერ არ წარუდგენია რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება. ამავდროულად, დაწყებულმა კამპანიამ თურქეთში პროტესტები გამოიწვია და დასავლეთის მთავრობები შეაშფოთა, თუმცა საერთაშორისო რეაქცია საკმაოდ ფრთხილია.
ცნობისთვის, დაპატიმრებების ტალღა 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებში CHP-ის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებს მოჰყვა. მათ შორის იყო ადიამანი — ქალაქი, რომელსაც 2023 წლის მიწისძვრამ დიდი ზარალი მიაყენა და ადრე ერდოღანის მმართველობის სიმაგრედ ითვლებოდა.
თურქეთში შემდეგი არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი.
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები