ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად არჩევნებზე სადამკვირვებლო კამპანიების დაგეგმვასაც ასახელებს
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის საფუძვლად ასახელებს — არჩევნებზე სადამკვირვებლო და მოქალაქეების მისვლის ხელშემწყობი კამპანიების ჩატარებას.
იურისტი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართული ოცნება წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ეუთო/ოდირის მოწვევას არ აპირებს და გაერთიანებულ სამეფოს "უწევს გააუქმონ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას".
"უკვე იცით, რომ 17 ივნისს, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ხუთ ორგანიზაციას განჩინებებით დაგვავალა, გავცეთ მესამე პირების განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები (ვინაობები, ფოტოსურათები, მიმოწერა, სხვა ინფორმაციები), რაც ბოლო 17 თვეში ჩვენთან ინახება. იცით, რომ განჩინებებში არ იკვეთება მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, ხოლო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა იმ ნორმის საფუძველზეც, რომელიც საერთოდ არ არსებობს.
ჩვენ მოვითხოვეთ და გუშინ მივიღეთ ბიუროს შუამდგომლობა, რომლითაც ეს ყველაფერი მოითხოვეს. ინფორმაციის გამოთხოვის პირველ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ ჩვენ ვატარებდით როგორც არჩევნებზე დაკვირვების, ისე — არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის ხელშემწყობ (ე.წ. Get out to vote) კამპანიებს.
ანუ, ბიუროს იმპლიციტური პოზიციით, არჩევნებზე დაკვირვებაც და არჩევნებზე წასვლის პოპულარიზაციაც პოლიტიკურად საშიშ, მომეტებული ზედამხედველობის საჭიროების მქონე ქცევად არის დანახული, რომლის განმახორციელებლებსაც დამატებითი ვალდებულებები უნდა დაუწესდეთ.
შეგახსენებთ, რომ ეს ხდება კონტექსტში, სადაც რეჟიმი არ აპირებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას, ბრიტანეთის საელჩოს კი არ აძლევენ სადამკვირვებლო მისიების ხელშეწყობის უფლებას. მეტიც, უკვე რამდენიმე დღეა ამას პოლიტიკური ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობას უწოდებენ. ძალიან მარტივი დასანახია, რომ არავითარი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეს ხალხი შემოდგომაზე არ აპირებს და, საერთოდაც, თუ დასცალდათ, ერთ მშვენიერ დღეს, ერიტრეის სტილში სრულად რომ გააუქმონ არჩევნები, დიდად არც ეგ გაგიკვირდეთ — აქეთ მიდიან," — წერს საბა ბრაჭველი.
ანტიკორუფციული ბიურო ამ ეტაპზე 5 არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვა ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციისა და პერსონალური ინფორმაციის წარდგენა. ეს ორგანიზაციებია: "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო", "საფარი", "მომავლის აკადემია" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" იმ 5 ორგანიზაციას შორისაა, რომლებსაც ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ბიურომ ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობას 20-მდე მტკიცებულება დაურთო. ორგანიზაციას იმ ფეისბუქ-კამპანიების გამოც ედავებიან, რომელშიც ისინი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობას, მათი ხმის დაცვას მოუწოდებენ.
"2024 წლის 22 ნოემბერს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულია პოსტი სახელწოდებით: "ამოიღე ხმა დაიბრუნე ხმა!". ამასთან, გამოქვეყნებულ პოსტში მითითებულია: "საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა. 25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა," — წერია დოკუმენტში.
ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ "ანტიკორუფციულმა ბიურომ "მტკიცებულებებად" მიუთითა არჩევნების სადამკვირვებლო პროექტი, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები, მათ შორის: ქართული ოცნების არალეგიტიმურობაზე, მმართველი პარტიის რუსულ კურსზე, ქართული ოცნების რეპრესიებზე… "მტკიცებულებებს შორისაა ასევე ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლები ევროკავშირის და აშშ-ის ინსტიტუტებში, — წერს ნეტგაზეთი.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების კონფიდენციალური ინფორმაციას სთხოვს.
კუპრაშვილის განცხადებას "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი ცრუობს. მის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციას ბენეფიციარების დეტალურ ინფორმაციას სთხოვს, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალას.
- "მომავლის აკადემიის" განცხადებით, კუპრაშვილის ბიურო არასრულწლოვანების პერსონალურ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ითხოვს
- სალომე ზურაბიშვილი: "იმის ნაცვლად, რომ კორუფციის არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, კუპრაშვილის უწყება სადამსჯელო უწყებად იქცა"
- "რაჟდენა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაცია არ მოუთხოვია "საფარისთვის" — ბაია პატარაია რაჟდენ კუპრაშვილზე
- რაჟდენ კუპრაშვილი: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო ორგანიზაციებისგან მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციას ითხოვს
- NGO-ები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას სთხოვს
- რაჟდენ კუპრაშვილი: "თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი [FARA] არ აღასრულოს, რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები