Amnesty International-ის წერილი კაციტაძეს: "მოვითხოვთ სამართალს მზია ამაღლობელისთვის"
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანიას იწყებს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს.
ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით და მოუწოდებს ყველას, რომ იხელმძღვანელონ ნიმუშით და მსგავსი წერილი მისწერონ მას.
"მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს. ამაღლობელის მიმართ მოპყრობა ეჭვის საფუძველია, რომ მას პოლიტიკურად დევნიან და ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლებით, აზრის ჩახშობის ზომების, გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნე ხდებიან.
პოლიციელებისა და კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან ამაღლობელის შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აშკარა მცდელობაა, რომ ის დაამცირონ და დააშინონ, როგორც ქალი. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან", — წერს ორგანიზაცია დამატებითი ინფორმაციის სახით, რასაც კაციტაძისადმი მისაწერი წერილის ნიმუშს ურთავს.
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის წერილს კაციტაძისადმი უცვლელად გთავაზობთ:
"კოკა კაციტაძეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს
მისამართი: მ. ასათიანის №09, თბილისი, საქართველო
ბატონო კოკა,
წინამდებარე წერილით მოვითხოვ სამართალს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისათვის. ასევე მოვითხოვ, რომ სამართლებრივად აგონ პასუხი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ძალადობას და სხვა სამართალდარღვევებს მიმართეს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კერძოდ, პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი.
როგორც კარგად მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე წარდგა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით და მას პატიმრობა ემუქრება დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.
არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგებუაძეს სახეში სილას აწნავს, თუმცა ამას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან ბათუმის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მზია ამაღლობელის იმ ღამით პირველი, სრულიად დაუსაბუთებელი დაკავება. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. ასევე მრავლად არის ინფორმაცია, რომ იგი ძალადობდა ან ჰქონდა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მცდელობა დაკავებულ მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელთან მიმართებით პოლიციის განყოფილებაში.
შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა. მას არ ჰქონია საშუალება, რომ მიეღო ადეკვატური სამედიცინო სერვისები და მკურნალობა იმ დაზიანებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ დაკავებისას მიაყენა. მისი სასამართლო პროცესისას, ადვოკატების თითქმის 50-მდე შუამდგომლობიდან მოსამართლემ არ გაიზიარა არცერთი. დაცვის მხრიდან დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე. სასამართლომ უარი თქვა, რომ ჯვარედინი დაკითხვისთვის დაებარებინა პოლიციელები, რომელთა ჩვენებებსაც ბრალდება ეყრდნობა. იმავენაირად მოიქცა სააპელაციო სასამართლო, თუმცა საქმეში მტკიცებულებად დაუშვა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც მზია ამაღლობელის მონაწილეობას ასახავს 11 იანვრის აქციაზე.
არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნომინალურად აღძრა საქმე ამ ბრალდებების გათვალისწინებით და არ გამოუვლენია არცერთი ეჭვმიტანილი, დაზარალებულად არ უცნია არცერთი მომჩივანი. საჯაროდ არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ეს არა მხოლოდ აყოვნებს ან აჩერებს სამართლებრივ რეაგირებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებზე, არამედ სრულიად საპირისპირო პროცესია, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებით მიმდინარეობს. ის, თუ როგორ წარიმართება მზია ამაღლობელის საქმე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანიც მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, და ასევე კონკრეტული სიგნალია სხვა დემონსტრანტებისთვის.
მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული. ეს ეხება 11-12 იანვრის ღამის მონაწილე პოლიციელებს და არამარტო მათ. ამასთან, შესაბამისი დისციპლინური, ადმინისტრაციული თუ კრიმინალური სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს მათ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
მოვითხოვ, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები მზია ამაღლობელისა და ყველა ქართველი დემონსტრანტის შემთხვევაში, მათ შორის მათი უფლებები სამართლიან სასამართლოზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები