აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართება
"ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადიში მოლაპარაკებებს გამართავენ", — ამის შესახებ Fox News-ის ჟურნალისტმა ჯაქი ჰაინრიხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მისი ცნობით, შეხვედრა სამშაბათს, 11 მარტს გაიმართება.
ჟურნალისტის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი.
"რუბიო, უიტკოფი და უოლცი სამშაბათს გაემგზავრებიან რიადში, რათა შეხვდნენ უკრაინელებს, მათ შორის ერმაკს", — წერს ჰაინრიხი სოციალურ ქსელში.
უიტკოფის თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის დღის წესრიგში კონფლიქტის მოგვარების შეთანხმება და 6-თვიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნება.
"ჩვენ ახლა განვიხილავთ უკრაინელებთან შეხვედრის კოორდინაციის შესაძლებლობას ერ-რიადში ან თუნდაც პოტენციურად ჯედაში. ასე რომ, ქალაქი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს იქნება საუდის არაბეთი და მე ვფიქრობ, რომ იდეა არის ის, რომ საფუძველი ჩაეყაროს სამშვიდობო შეთანხმებას, 6-თვიან ცეცხლის შეწყვეტას", — თქვა უიტკოფმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ში განაცხადა, რომ ქვეყნების დელეგაციებმა მუშაობა განაახლეს. მისი თქმით, "მნიშვნელოვანი შეხვედრა" მომავალ კვირას გაიმართება.
ამასთან, გამოცემა Axios ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა არა სამშაბათს, არამედ ოთხშაბათს, 12 მარტს გაიმართება. ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, მომავალი მოლაპარაკებები სწორედ იმ დღეს დაიგეგმა უოლცისა და ერმაკის სატელეფონო საუბრის დროს.
როგორც გაზეთის უკრაინული წყარო აღნიშნავს, თავად ზელენსკი საუდის არაბეთს ორშაბათს ეწვევა. იქ ის ქვეყნის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
Axios იუწყება, რომ შეხვედრა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების პირველი მაღალი დონის ღონისძიება იქნება გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ტრამპსა და ზელენსკის შორის საჯარო დაპირისპირების შემდეგ.
28 თებერვალს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ტრამპსა და ზელენსკის შორის ცხარე კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, მხარეებმა ვერ შეძლეს ხელშეკრულების დადება იშვიათ წიაღისეულზე.
ამის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ ნანობს ტრამპთან კამათს. მან აღნიშნა, რომ შეხვედრამ არ ჩაიარა ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ უკრაინა მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან მშვიდობასთან დაახლოების მიზნით.
ამავე თემაზე:
ყველაფერი, რაც თეთრ სახლში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე გავიგეთ
როგორ გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკებას
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან ზელენსკისგან მნიშვნელოვანია წერილი მიიღო
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
კომენტარები