დეკანოზის ბოლო სიტყვა: რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება
ფოტო: აჭარის ტელევიზია / კადრი ვიდეოდან
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ე.წ. ციანიდის დახურული საქმიდან რამდენიმე საიდუმლო მასალა გაავრცელა, მათ შორისაა სასამართლოზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა.
დასკვნით სიტყვაში დეკანოზი აღნიშნავს, რომ სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვს. მისივე თქმით, მის გამო სასულიერო პირებსა და მისი ადვოკატების ახლობლებს ემუქრებოდნენ:
"პატივცემულო მოსამართლევ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი საქმის განხილვა დაგევალათ, შიშმა და უნდობლობამ შემიპყრო. უნდობლობა და უსამართლობის მოლოდინი რომ გამაჩნია, ვფიქრობ, თქვენთვის რთული გასაგები არ უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, ვეცადე საკუთარი თავის დამშვიდება და დარწმუნება თქვენს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკის მოშველიებით.
თუმცა, დამეთანხმებით, რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როცა სახელმწიფო სისტემა გიპირისპირდება და მაშინ, როდესაც უსამართლო განაჩენის შემთხვევაში, სამუდამო სასჯელიც კი მემუქრება. ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ჩემს გამო, ეპისკოპოსებსა და რიგით სასულიერო პირებზე ახორციელებენ ზეწოლას, რათა მათ ხმა არ ამოიღონ უსამართლობის წინააღმდეგ. უსამართლობისა, რომელიც პროკურატურამ, დამკვეთებთან ერთად, აღასრულა. რთულია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრებზე და მეგობრებზეც კი ხორციელდება ზეწოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ ჩემი ადვოკატების ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.
თქვენ დღეს ბრძანდებით მსაჯული, რომელმაც, პილატეს მსგავსად, უნდა განსაზღვროთ უდანაშაულო ადამიანის ბედი. პილატემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის გამო, აგერ, უკვე ორი ათასი წელია, მისი სახელი უსამართლობასთან ასოცირდება. იმ დროს პილატეს წინაშე იდგა უცოდველი ადამიანი, დღეს კი თქვენს წინაშე ვდგავარ ცოდვილთა შორის უპირველესი, მაგრამ არა მკვლელი, არა მკვლელობის მომზადებელი. წინასწარმეტყველი ზირაქი ამბობს, სიტყვაშია პატივი და უპატიობა, ენაა ადამიანის დამღუპველი.
სწორედ ამაშია ჩემი ბრალეულობა, სწორედ ამიტომ ორი ადამიანის კერძო საუბარს, რომელსაც პროვოკაცია ედო საფუძვლად და, რომელიც პროკურატურამ ბრალდებად გამოიყენა, თქვენ მაინც ნუ აქცევთ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. ნუ დააყენებთ კანონზე მაღლა ხელისუფალთ და ფარისეველთ. ნურც თქვენს თანამდებობას, რათა თქვენი სახელი ასოცირდებოდეს არა უსამართლო პილატესთან, არამედ სამართლიან თემიდასთან."
5 სექტემბერს დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობისთვისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
კომენტარები