მაკო გომური: იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.
ფოტო: On.ge / გვანცა ნემსაძე
დღეს, 26 თებერვალს, 2019 წლის 20-21 ივნისს ე.წ. "გავრილოვის ღამეს" დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს. 20 ივნისის მოვლების მსხვერპლთა უფლებებს სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები იცავენ.
"fyi ბავშვმა სტრასბურგამდე მიაღწია.
იცოდეთ, რომ სადღაც ისევ ვიბრძვით 20 ივნისის ადამიანები.
ნახევარ საათში 20 ივნისის საერთო საქმის განხილვა დაიწყება დიდ პალატაში.
უბრალოდ ჩვენს მოსასმენად და ჩვენი სიმართლის აღიარებისთვის აქ სასამართლოს კარზე ბრახუნი, ყვირილი არ გვჭირდება.
წარმატებები ჩვენ და გამარჯვება"— წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში, რომელიც ერთ-ერთია იმ 3 პირიდან, რომლებმაც სპეცრაზმელის ნასროლი რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა.
როგორც საია-ს მიერ 25 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს პალატამ ზემოხსენებულ საქმეებთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით (წამების აკრძალვა) განმტკიცებული უფლების პროცედურული დარღვევა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისს დადგინდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ უფლებებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, რაც სახელმწიფოს ზოგადი ღონისძიებებისა გატარების ვალდებულებას უდგენს და ხაზს უსვამს იმ სისტემურ დარღვევებზე, რაც შეკრება მანიფესტაციების დაშლისა და შემდგომ გამოძიების პროცესში ვლინდება.
სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი .
მიუხედავად სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი განმარტებებისა, საქართველოში პოლიციის თანამშრომლები კვლავაც შენიღბულნი არიან და არ ატარებენ განმასხვავებელ ნიშნებს, რითაც ხდება დაუსჯელობის განცდის განმტკიცება, რაც შემდგომში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულთა გამოუძიებლობის საბაბად არის მოხმობილი. საყურადღებოა ისიც, რომ ხსენებული საგამოძიებო სამსახური არც ისეთ ინციდენტებს იძიებს ეფექტიანად რომლებშიც მოძალადე პოლიციელები იდენტიფიცირებადნი არიან.
მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებისა, საია-მ მომჩივნების სახელით 2024 წლის 1 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რაც 2024 წლის 23 სექტემბერს დაკმაყოფილდა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს პალატას საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა.
აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში ევროპული სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის მომჩივანთა მოთხოვნით გადაცემის თვალსაზრისით.
შეკრება მანიფესტაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დადგენა საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, რომლის განმავლობაშიც შენიღბული საპოლიციო რაზმების მიერ რამდენიმე ასეული ადამიანი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და უკანონო დარბევას. არაერთი ადამიანი გახდა სპეციალური საშუალებების გამოყენების სამიზნე, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.
მხარეთა შორის ზეპირი პაექრობა 2025 წლის 26 თებერვალს, საქართველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება, სხდომის ვიდეო ტრანსლაცია სასამართლოს ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.
20 ივნისის მოვლების მსხვერპლთა უფლებებს სასამართლოს წინაშე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის (EHRAC) იურისტები დაიცავენ", — ნათქვამია ინფორმაციაში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები