ვოლოდიმირ ზელენსკი

20 Feb. 2025, 12:09

"გენერალი კელოგი უკვე კიევშია, უკვე შეხვდა მთავარსარდალ სირსკის, დაზვერვისა და სპეციალური სამსახურის ჩვენს ხელმძღვანელებს და ასევე ჩემი ოფისის ხელმძღვანელს.

ჩვენი შეხვედრა კელოგთან ხვალისთვის არის დანიშნული და ჩვენთვის საკვანძოა, რომ ეს შეხვედრა და ამერიკასთან ჩვენი ზოგადი თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად, მშვიდობა შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს და ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს პარტნიორებთან საზიარო მიზანი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ომის მესამე წლისთავს ვუახლოვდებით — ომის, რომლის დასრულებაც უკრაინაში პირველი წამიდან გვინდოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დავასრულებთ, გრძელვადიანი მშვიდობით და იმგვარად, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აღარასდროს შეძლებს, უკრაინელები რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდებიან და უკრაინას მომავალი ექნება.

ეს არის ყველა ერის ნორმალური მისწრაფება.

მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს - ეს მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეყრდნობი. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ორ ფეხზე. იმედს ვამყარებ უკრაინის ერთიანობაზე, ჩვენს უკრაინულ გამბედაობაზე, ჩვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმზე - ამერიკის, რომელსაც წარმატება ისევე ესაჭიროება, როგორც ჩვენ ყველას. წარმატება გვაერთიანებს.

ჩვენი ერთობა არის ჩვენი მომავლის საუკეთესო გარანტი — მომავლის არა პუტინით, არამედ მშვიდობით. მსოფლიოში ყველა ამ არჩევანის წინაშეა, მათ შორის, უძლიერესები - დადგნენ პუტინთან თუ მშვიდობის გვერდით. მშვიდობის არჩევა ღირს. მადლობა ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რუს მოჭადრაკეებს ოლიმპიადაში მონაწილეობა აუკრძალა

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტთა საბჭომ რუს სპორტსმენებს 2026 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე…