ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ცხენები შექმნეს

ფოტო: Reuters
არგენტინაში მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ცხენები შექმნეს. ეს ყველაფერი ბიოტექნოლოგიური კომპანიის ძალისხმევით.
კომპანიამ (Kheiron Biotech) ამისთვის CRISPR-Cas9-ს ტექნოლოგია გამოიყენა. შედეგად შექმნეს 5 გენმოდიფიცირებული ცხენი. გენმოდიფიცირებული ცხენები ჯირითში გამარჯვებული ცხენების გენებისგან გამოიყვანეს.
მეცნიერებს სურთ შექმნან უფრო სწრაფი, ძლიერი და ჯანმრთელი ცხენები. მათი თქმით, ასეთი ცხენები ჯირითში მსოფლიო რეკორდებს დაამყარებენ.
მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ცხენები
გენმოდიფიცირებულ ცხენებს უფრო ძლიერი კუნთები ექნებათ, შესაბამისად უფრო სწრაფებიც იქნებიან.
მეცნიერებმა ცხენების გენები ისე შეცვალეს, რომ მათ უფრო სწრაფი აჩქარება ჰქონდეთ. ცხენები გასული წლის ოქტომბერში დაიბადნენ და ახლა მათზე ვეტერინარები ზრუნავენ.
მკვლევრების თქმით, ისინი ღორებისა და ძროხების გენმოდიფიცირებასაც გეგმავენ.
ცნობისთვის, CRISPR — ესაა რევოლუციური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დასაკორექტირებლად შეუძლიათ.
CRISPR-ს უამრავი დაავადების არამარტო მკურნალობა, საერთოდ გენომიდან გაქრობაც კი შეუძლია. CRISPER-ის უნივერსალურობიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ისეთი უმძიმესი დაავადებების დასამარცხებლადაც შეგვიძლია, როგორიცაა სიმსივნე, აივ ინფექცია და ვირუსებიც კი.
კომენტარები