New York Post: ტრამპი მზადაა, უკრაინაში ომის დასასრულებლად, რუსეთს სანქციები გაუმკაცროს
ფოტო: NYP
Associated Press-ის ნდობით, 6 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციის იუსტიციის დეპარტამენტმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსი ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევას, როგორც რუსეთის დასასჯელ საშუალებას უკრაინაში შეჭრისთვის. ამის მიუხედავად, როგორც უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი New York Post-თან ამბობს, უკრაინასთან ომის დასასრულებლად აშშ რუსეთზე სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სფეროში.
"პრეზიდენტი ტრამპი მზად არის გააორმაგოს აშშ-ის სანქციები რუსეთისთვის, რათა დასრულდეს ომი უკრაინასთან", — აცხადებს კეიტ კელოგი. მისივე თქმით, საამისოდ კიევსაც და მოსკოვსაც მოუწევთ დათმობებზე წასვლა იმისათვის, რომ "ბოლო მოუღონ მკვლელობებს ევროპის უდიდეს ქვეყანაში".
ფოტო: NYO
NYP-ის ცნობით, გასულ ხუთშაბათს, ტრამპმა მრჩევლებისა და კაბინეტის წევრებისგან შემდგარი გუნდი შეკრიბა, რომლებიც ფოკუსირებული არიან ეროვნულ უსაფრთხოებაზე. კელოგმა თქვა, რომ მათ განიხილეს, თუ როგორ გამოიყენონ ეროვნული ძალაუფლების ყველა ელემენტი ომის დასასრულებლად, სადაც კელოგმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სტრატეგია, რომელიც უკრაინის დაჰპირდა დახმარებას "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება".
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას, შესაძლოა, იარაღის მიწოდების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობაზე გაურიგდეს, კელოგმა თქვა, რომ პრეზიდენტს ჯერ ომის შეჩერება სურს.
კელოგის თქმით, რუსეთისთვის დნმ-შია სამხედრო ოპერაციები. თუ ისტორიას გადახედავთ, არასოდეს მოგინდებათ რუსებთან ბრძოლაში ჩაბმა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იყო დაეკარგა 700 000 ადამიანი სტალინგრადის ბრძოლაში ექვს თვეში და "ამაზე თვალი არ დაუხამხამებია".
"ამიტომ ზეწოლა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო. თქვენ უნდა განახორციელოთ ეკონომიკური ზეწოლა, თქვენ უნდა განახორციელოთ დიპლომატიური ზეწოლა, გარკვეული ტიპის სამხედრო ზეწოლა და ბერკეტები, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი იქითკენ მიდის, სადაც გვინდა", — განაცხადა კელოგმა NYP-თან.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები