სალომე ზურაბიშვილი: ქართული ოცნებისთვის ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას, რომლითაც ევროსაბჭომ ქართულ ოცნებას ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოსთხოვა.
"ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრად, და, მაშასადამე, ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, ოცნების მზაკვრული გეგმების მიუხედავად.
ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა... ქართული ოცნებისთვის ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!
ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!", — წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.
ამ განცხადებიდან მალევე, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
"არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. ჩვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და, შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში", — განაცხადა თეა წულუკიანმა.
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
კომენტარები