მზია ამაღლობელიც და უფრო მძიმე შინაარსის მქონე დანაშაულში ბრალდებული პირი ერთი და იგივე კვალიფიკაციით არ უნდა გასამართლდნენ — საზმაუს ჟურნალისტი
"მზია ამაღლობელიც და უფრო მძიმე შინაარსის მქონე დანაშაულში ბრალდებული პირი ერთი და იგივე კვალიფიკაციით არ უნდა გასამართლდნენ", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თეო ხუბულავა წერს და ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
"სამართალი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და რომელიც ადამიანის უფლებებს განსაზღვრავს, გვეხება ყველას — მეც და შენც.
ის ყველაფერი, რაც სამართალში უკვე ნორმატიულად არის ასახული, მართალია, იურისტების საქმეა, მაგრამ რადგან ის მეხება მეც და გეხება შენც, შეგვიძლია ამის გასაგებად რაღაც ძალისხმევა გავიღოთ.
თუ სხვადასხვა სიმძიმის კატეგორიის კანონდარღვევაზე ადამიანები ერთნაირად გასამართლდებიან, ამით სამართლის პრინციპები მთლიანად მოიშლება.
სამართალი ქმნის გარკვეულ პრაქტიკას, რაც ნიშნავს იმას, რომ მზია ამაღლობელიც და უფრო მძიმე შინაარსის მქონე დანაშაულში ბრალდებული პირი ერთი და იგივე კვალიფიკაციით არ უნდა გასამართლდნენ.
ეს ანბანია იურისტებისთვის და სამართლიანობას კი არა, უსამართლობას ნიშნავს. ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, სწორი კვალიფიკაცია და სწორი კოდექსი ჭირდება.
კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ასობით დაშავებული მოქალაქის საქმეზე, რომლებსაც ზოგიერთს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ, არ არის გამოძიებული არცერთი საქმე. სახელმწიფო ვალდებულია მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს, ასევე მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ამ დრომდე არავის უგია პასუხი. ამ საქმეებზე კითხვების დასმა კი ჟურნალისტის საქმეა.
და რა თქმა უნდა — სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს", — წერს საზმაუს ჟურნალისტი.
დღეს სოციალურ ქსელში მზია ამაღლობელს სოლიდარობა კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გენო ოსიყმაშვილმაც გამოუცხადა. მან დაწერა, რომ "არცერთი ის მოძალადე სამართალდამცველი 60 დღის თავზეც დაჭერილი არაა და ამის ფონზე, პოლიციელისთვის სილის გარტყმაზე მზია ამაღლობელი ციხეში ზის".
-
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
- წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგსტრირდა — საქსტატი
-
4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება 4-წლიანი პაუზისა და იშვიათი დიაგნოზის შემდეგ, სელინ დიონი სცენას უბრუნდება
გადახედვა
-
რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები რუსული მედია თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა" თამაზ ელიზბარაშვილის წერილი: "დაქირავებული რუსული "იმედის" 7 ბრგე "ვაჟკაცი" კურდღლებივით გარბოდა"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული ირაკლი კობახიძე: გარეჯთან დაკავშირებული კამპანია სიყალბეზეა აგებული
გადახედვა
-
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
გადახედვა
-
საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით? საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა — რამდენმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით?
გადახედვა
-
უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი უკრაინამ და კანადამ 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
"დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება "დაიცავი კრწანისი" — 12 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი გაიხსნა — მოძრაობის სქემა
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები