ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდა — ვინ ფლობდა დიპლომატიურ პასპორტებს?
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს გააფორმეს.
შეზღუდვა შეეხება ოფიციალურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური პასპორტებით, მათ შორის — აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
ვინ ვერ ისარგებლებს დიპლომატიური პასპორტით?
2015 წელს მიღებული კანონით “სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და მომდევნო წლებში მიღებული დადგენილებებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
- პრეზიდენტსა და მის მეუღლეს
- პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მეუღლეს
- პრემიერ-მინისტრსა და მისი მეუღლეს
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
- პარლამენტის წევრებს
- მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებსა და მოადგილეებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
- გენერალურ პროკურორს
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს - გენერალურ აუდიტორს;
- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
- სახალხო დამცველს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს;
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს;
- ბიზნესომბუდსმენს;
- უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს, სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს;
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს,პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, პრეზიდენტის მრჩევლებსა და თანაშემწეებსპრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისდეპარტამენტის უფროსსა და ამავე დეპარტამენტის მოხელეებს;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსსა და ამავე სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს;
- პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეებს, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და მის მოადგილეს;
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველსა და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
- თავდაცვის ძალების მეთაურს;
- ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებსა და უმაღლესი საბჭოების წევრებს;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს; - დაზვერვის სამსახურის უფროსს;
- საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და მეკავშირე პროკურორის დამხმარეს, თავდაცვის ატაშეებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომერციულ ატაშეებს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების ატაშეებსა და მეკავშირე ოფიცრებს, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს;
- თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არაუმეტეს 15 თანამშრომელს, დაზვერვის სამსახურის არაუმეტეს 30 თანამშრომელს, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
- შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის არაუმეტეს 50 თანამშრომელს;
- სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერს,
- თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
- უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლებს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებს, არასრულწლოვან შვილებს, გერებსა და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფ პირებს, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნულ მოსამართლეებს;
- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს;
- უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები