ნიკა გვარამია: ვითხოვთ, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმი შეიქმნას
ფოტო: მთავარი არხი / ვიდეოკადრი
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ჯანდაცვის და პენიტენციურ სამსახურებს მოუწოდებს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სამედიცინო კონსილიუმი შექმნას, — ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ დროისთვის, ჩვენ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით და ეს შიმშილობის საერთაშორისო პროტოკოლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები უბრალოდ ვალდებულები არიან, რომ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და მზია ამაღლობელის მხარის ჩართულობით, ე.წ. კონსილიუმის ფორმირება მოახდინოს, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღე შეგვატყობინებს". — განაცხადა გვარამიამ.
ასევე, ნიკა გვარამიას თქმით, აუცილებელია, რომ მზია ამაღლობელი დაზარალებულად დროულად სცნონ.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს: - დაზარალებულად ცნობის დადგენილება დროზე გამოიტანეთ, რომ ამ საფუძვლით, მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ნებისმიერი სხვა ფორმით შეცვლის მოთხოვნით მიმართოს [...] პროკურატურას კი ამის გაკეთება ყოველგვარი დადგენილების გარეშე, თავად შეუძლია. და საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებ, რომ ეს გააკეთონ, რომ პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს და ასევე, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი იყოს დაცული". — ამბობს გვარამია.
"მზია გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი კლასის პროფესიონალია. იგი არ შიმშილობს იმიტომ, რომ შეღავათებს ითხოვს. მზია ამაღლობელი შიმშილობს იმიტომ, რომ ამგვარად უსამართლობას ებრძვის. მას უსამართლობასთან ბრძოლის სხვა მეთოდები ამ წუთში წართმეული აქვს და იყენებს იმ მეთოდს, რომელიც სახელმწიფომ ფსევდო, თვითგამოცხადებულმა მთავრობამ მას დაუტოვა. ბოლოს, როცა მე ის ვნახე, შიმშილობის მე-12 დღე იყო, იგი თავს მხნედ გრძნობდა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს არის ურთულესი პროცესი. შეიძლება მე-16,მე-17,მე-20 დღე ადამიანი თავს გრძნობდეს კარგად, მაგრამ 21-ე დღეს ისეთი შეუქცევადი ცვლილებები დაიწყოს, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება ან კიდევ უფრო დიდი საშიშროების წინაშე დავდგეთ… მზია არის წამების და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი“, — აცხადებს გვარამია.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". მანამდე ამავე საბაბით აქციაზე დააკავეს კიდევ 9 ადამიანი. რამდენიმე საათში დაკავებულთაგან ოთხი — მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს.
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
კომენტარები