NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება

ფოტო: NEXT.On.ge
NEXT.On.ge-ში სამეცნიერო და ტექნოლოგიური ჟურნალისტიკის "ზეახალი ვარსკვლავების" ძებნას ვიწყებთ!
ვაცხადებთ სტაჟირების სამთვიან პროგრამას ცნობისმოყვარე და გამოცდილებისთვის ღია ახალგაზრდებისთვის 16 წლიდან.
გამოგვეხმაურე, თუ:
- გაინტერესებს მეცნიერება და ტექნოლოგიები;
- ცნობისმოყვარეობა არ გასვენებს და ყოველდღე ახალი რამის გაგება/სწავლა გინდა;
- ხშირად სვამ კითხვებს, რომლებიც იწყება სიტყვებით — რატომ და როგორ;
- ასტრონავტობაზე გიოცნებია ან მოწყობილობის დანახვისას ავტომატურად იმაზე ფიქრობ, რა ხდება მის შიგნით;
- ფიქრობ, რომ "წერა შენი საქმეა".
ვაკანსია დისტანციურია, შენგან კი ნახევარგანაკვეთიან დატვირთვას მოვითხოვთ. გასწავლით ყველაფერს, რაც სამეცნიერო/ტექნოლოგიურმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. გექნება საშუალება, შეიძინო ახალი პროფესია და ჩვენი გუნდის წევრი გახდე.
თუ ჩვენი სტაჟირების გავლა გინდა, 10 თებერვლამდე შეავსე განაცხადი ამ ბმულზე და ჩვენს გამოხმაურებას დაელოდე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, რომლებსაც გასაუბრება ჩაუტარდებათ, საბოლოოდ კი ჩვენგან საცდელ დავალებას მიიღებენ.
თუ დამატებითი კითხვები გექნება, ამ მეილზე მოგვწერე: on.ge.next@gmail.com
კომენტარები