ჩვენი მიზანია თავისუფლება, რომელსაც უძლეველი გულით ვატარებთ — მათე დევიძის წერილი ციხიდან
დღეს, 16 იანვარს 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დევიძის ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეცვლას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდნენ, მათი თქმით, ოჯახი მზად იყოს ერთადერთი საცხოვრისი ჩაედო გარანტად, რომ მათე არსად გაიქცეოდა, არ მიიმალებოდა და ამით ოჯახს უსახლკაროდ არ დატოვებდა, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღნიშნული არ გაითვალისწინა და მათე დევიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ მოქალაქეებისგან რეჟიმის პატიმრებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები მიიღო.
მათე დევიძის წერილი 30 დეკემბრით თარიღდება.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო და თანამემამულეებო.
გისოსებიდან გიხდით უღრმეს მადლობას სწორ მხარეს დგომისთვის, გვერდში დგომისთვის და, რაც მთავარია, სამშობლოსთვის შეუპოვარი და შეუდრეკელი ბრძოლისთვის. თქვენ ხართ ის, რაც ბრძოლის გაგრძელების სურვილს გვინარჩუნებს. თქვენ გვაიმედებთ და გვარწმუნებთ, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. თქვენი თავისუფლების წყურვილი გვკვებავს სასოწარკვეთის წინააღმდეგ, რომელიც ასე ძლიერ ცდილობს ჩვენს გატეხას. მაგრამ არა, არ დავნებდებით, ვერ დავნებდებით. სანამ თქვენ ხართ, სანამ თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის. თქვენ გვინარჩუნებთ იმ სულისკვეთებას, რომლის გამოც უსამართლობამ კლანჭებში მოგვიქცია და გამოგვამწყვდია ოთხ კედელს შორის. დაიმახსოვრეთ, მათ მხოლოდ მატერიალური თავისუფლება შეგვიზღუდეს, რითაც ხელს უწყობენ ჩვენი სულიერი თავისუფლების განვითარებას. ამით ისინი აძლიერებენ ჩვენი სამშობლოსადმი სიყვარულისკენ ლტოლვას.
თქვენი წერილები მივიღე. ყველა გულდასმით წავიკითხე იმავე გრძნობით, როგორიც მათი წერის დროს გეუფლებოდათ. საოცარი ხალხი ხართ. ძალიან მალე თქვენ გვერდით ვიქნებით, იმ სიყვარულის დამსახურებით, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ერთიანობით და გამძლეობით ყველაფერს შევძლებთ. სანერვიულო არაფერი არაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ, რთულ, მაგრამ სწორ გზაზე. ეს კი სხვა ყველაფერს წერტილს უსვამს.
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, გულია მთავარი. ჩვენი მიზანია თავისუფლება, რომელსაც უძლეველი გულით ვატარებთ. ადამიანები, ვისაც ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია, ყველა ჯერაც დაუსრულებელი ხელოვნების ნიმუშები ვართ. თითოეული ჩვენგანი, თითოეული წერტილი განსხვავებულია და თანაბრად მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სიცოცხლისთვის, რომელიც არსებობის ერთადერთი სწორი ფორმაა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს მის წვლილს, გაითავისოს, რომ ყველაფერს ფასი აქვს, რადგან გავჩნდით, რადგან აქ ვართ, რაღაცისთვის ვართ.
ზუსტად არ ვიცი, რამდენი ვართ გისოსებს მიღმა, მაგრამ ვგრძნობ, პატარა ვარსკვლავების შეერთებით ძალიან დიდ სხივს ვაშუქებთ, სამყაროს ვანათებთ, თქვენს გულებს ვანათებთ.
ჩვენ, მე და ლუკა ჯაბუა, რეჟიმის ერთ-ერთი ტყვე, ერთად ვართ, კარგად ვართ. ციხეში ვართ, მაგრამ მაინც სიმართლის მხარეს, როგორც ყველა ჩვენგანი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს, ჩვენი სამშობლოს მარადმწერი ისტორიის ნაწილი ვართ.
გილოცავთ დამდეგ 2025 წელს.
"ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა,
რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ."
მათე დევიძე
30.12.2024
სრული სვლით თავისუფლებისკენ".
მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, მას ბრალი წარდგენილი აქვს სამ პოლიციელზე თავდასხმისთვის, რომლის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები