ნონა ქურდოვანიძე

ნონა ქურდოვანიძე

15 Jan. 2025, 13:21

"შუალედი [გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის] იყო დაახლოებით 15 წუთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალადობის დაუსჯელობა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, ახალისებს კრიმინალურ ვითარებას და ძალადობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი გახდა, ის უკვე ასე ესაუბრება საზოგადოებას. თუ ამ ფაქტების დროულად გამოძიება არ მოხდება, პასუხისგებაში არ მისცემენ და სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყება ადამიანებზე, ვინც ამ ძალადობაში იყვნენ ჩართულები, ეს იქნება პასუხი კიდევ ერთხელ ჩვენს კითხვაზე — იყო თუ არა ეს ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარი ან წახალისებული მათი მხრიდან.

დიმიტრი სამხარაძე იყო ქართული ოცნების ის დეპუტატი, რომელიც თვითონ საკუთარ ფეისბუქზე საჯაროდ აქვეყნებდა ვიდეოს, როგორ დაესხნენ "ტიტუშკები" სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, როგორ დააზიანეს ფასადები "რუსული კანონის" დროს. ამ ფაქტებზეც ამ დრომდე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა. ეს დაუსჯელობა არის ქართული ოცნების პოლიტიკის ნაწილი. ამ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს. 

ეს არის დანაშაული, რომელსაც ჰყავს თვითმხილველები და თავად ადამიანსაც, რომელსაც დაესხნენ, სავარაუდოდ, შეუძლია ამოიცნოს პირები, რომელიც მონაწილეობდნენ ძალადობაში. კვალიფიკაციას რაც შეეხება, შსს-ს კვალიფიკაცია მსუბუქია იმასთან შედარებით, რასთანაც საქმე გვაქვს. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ ძალადობა. მას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. ზვიად ქორიძესთან მიმართებით კი ეს შეიძლება შეეხებოდეს მის საქმიანობას. ის საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს თანამშრომელია და შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მის საქმიანობას. ამიტომ, ეს დანაშაული დევნის ნიშნებს შეიცვას. სხვა კვალიფიკაციის მქონე დანაშაულია — პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამიტომ ეს არა მხოლოდ შსს-ს, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობაა, რომ სწორი ზედამხედველობის პირობებში, კვალიფიკაცია სწორად წარიმართოს ამ ქვედების, არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება. შეიძლება ცალკე გამოძიების საგანი იყოს, თუ მტკიცებულებები განადგურებულია, თუმცა რა მტკიცებულებებიც ახლა არსებობს, დროულად უნდა იყოს ამოღებული. თუ სისხლის სამართლებრივი დევნა სწრაფად არ იქნება დაწყებული, ცალკეული პირების მიმართ, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, პასუხი იქნება, რომ სიტყვებია მხოლოდ, რომ გამოძიება დაიწყო და რეალური ინტერესი არ არის, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს".

საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა 'დღის ნიუსრუმში" პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება. ტექსტს "ინტერპრესნიუსი"ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  2. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  3. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  4. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  5. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძნელი წარმოსადგენია, რომ დედამიწაზე შეუსწავლელი ადგილები კიდევ იყოს დარჩენილი.…