თაია მახარაშვილი თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლეს
ფოტო: რადიო ფორტუნა
თაია მახარაშვილი თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ეს ლოგიკურია, რომ მისი, "როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა".
"მოხდა, აღსრულდა, ბოლოს და ბოლოს!
დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება.
ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება".
ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამარტო მეგობრებო, ოთარ ჭილაძის ლექსის ამ სტროფით გატყობინებთ, რომ თითქოსდა ჩემი ფუნქციის გაუქმების გამო, დღეიდან აღარ წარმოვადგენ თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერს.
თითქოსდა ლოგიკურია, რომ ჩემი, როგორც კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების თანაავტორისა და ხელმომწერი პირის, როგორც საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, წლების განმავლობაში საკუთარი აზრის ღიად გამომხატველი ადამიანის ბედი ამ პოლიტიკურ ვითარებაში ასე წარიმართა.
ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები "ქართული ოცნების" ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს: ხან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი დაგვიწუნეს, ხან საბოტაჟში დაგვდეს ბრალი, ხან, თვითლუსტრაცია და თვითწმენდა უწოდეს ამ პროცესს; ისიც კი თქვეს, რომ ერთმანეთს ვაშანტაჟებდით, რომ ხელი ყველას მოგვეწერა (ეს ბოლო მეც მაინტერესებს, როგორ იყო); რამდენიმე დღეში, დაჩქარებულად შეიმუშავეს ყოვლად გაუგონარი, რეპრესიული აქტი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებები კი არა, მისი იმიტაცია უფროა. თან აროგანტული ტონით იმუქრებოდნენ რეორგანიზაციით. მოკლედ, რაღაცნაირი გროტესკული პროცესია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, ჩვენი ნატანჯი ქვეყანა გადარჩეს, განვითარდეს და გახდეს ისეთი, როგორიც ყველა ჯანსაღ, სწორი ღირებულებების ადამიანს სურს. ამისთვის ბრძოლა და თავგანწირვა ნამდვილად ღირს.
ამაყი ვარ და მიხარია, რომ საჯარო სექტორში ჩემი 11-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ერთგულად ვიცავდი საჯარო სამსახურის ყველა პრინციპს. მათ შორის, თანასწორობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, ნეიტრალიტეტის და ღიაობის პრინციპებს. მიხარია, რომ სწორედ ამის გამო დღეს არ მრცხვენია მედიაში მომუშავე არცერთი კოლეგისთვის თვალებში ჩახედვის და მადლობას ვუხდი ყველა კეთილსინდისიერ, პატიოსან ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია ყველაფერი ის, რაც ოდესღაც გვასწავლეს — ვიყოთ ობიექტურები, სამართლიანები და ვიცავდეთ საჯარო ინტერესს.
როგორც ვამბობდი, ძალაუფლებას რომ ვადა გაუვა, ლპება და ყროლდება. ყოველ ჯერზე ასე იყო, ამიტომაც, არ მინანია, როდესაც 2012 წელს წინა ხელისუფლების წასვლას დავუჭირე მხარი და არც შემდგომის გასტუმრება მექნება სანანებელი.
მჯერა, რომ წლების შემდეგ, ჩემი შვილებისთვის ბევრი რამ მექნება მოსაყოლი. იქამდე კი ვაგრძელებ ბრძოლას მათი და საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვის უკეთესი, ლაღი და ბედნიერი მომავლისთვის", — წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის მედიასთან კომუნიკაციის უკვე ყოფილი მენეჯერი თაია მახარაშვილი.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები