დავით მათიკაშვილი

14 Dec. 2024, 14:57

"მიხეილ ყაველაშვილი აუცილებლად იქნება გამორჩეულად დასამახსოვრებელი ჩვენი საზოგადოებისთვისა და მსოფლიოსთვის მისი პოზიტიური, ეროვნული, გამორჩეულად პატრიოტული თვისებებიდან გამომდინარე. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც მიხეილ ყაველაშვილს გააჩნია და ეს ყველამ, ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა უკავია ისეთ ადამიანს, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება ამ თანამდებობას — თუკი მართლები ვიქნებით და თვალს სიმართლეს გავუსწორებთ, ეს არის ის მოცემულობა, ის კარგი მაგალითი, რაც აღარ უნდა განმეორდეს საქართველოს ისტორიაში.

პრეზიდენტად წოდებულის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა, ბულინგი, საკუთარი ხალხის შეურაცხყოფა და რეალური, არსებითი პრობლემების დანახვაზე თვალის დახუჭვა იყო და არის დღეს, სამწუხაროდ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. შესაბამისად, მინდა სრულიად საქართველოს დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე მივულოცო“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  4. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
  5. ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ