დავით მათიკაშვილი

5 Sep. 2024, 12:25

25 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ვბრუნდებოდი თბილისში, როდესაც მიუნხენის აეროპორტში თავს დამესხა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც თავი "რიგით მოქალაქედ“ გაასაღა. როგორც ასეთ სიტუაციაში მოგვიანებით ირკვევა ხოლმე, "რიგითი აღშფოთებული" მოქალაქე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი ნინო შველიძე აღმოჩნდა. "ნაცმოძური" რადიკალიზმით დახუნძლული "აღშფოთებული რიგითი" შველიძე, ჟანრისთვის დამახასიათებელი, რადიკალებისათვის ჩვეული უღირსი ფორმით ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გაიძახოდა "ბრძნულ“ შეგონებებს, ცდილობდა შეურაცხყოფის მოყენებას. როგორც შემდგომ ასევე გაირკვა, ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით, სავარაუდოდ იღებდა "რიგითი" რადიკალის მეუღლე, რომელსაც ინციდენტის დროს კრინტიც არ დაუძრავს. ყველაზე მძიმე აქ ის არის, რომ, როგორც აღმოჩნდა, ქალბატონ შველიძეს "ნაცმოძური" აჟიტირება იმდენად ღრმად აქვს ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების გვერდით ყოფნაც არ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი "ნაცური" სულისკვეთების გამჟღავნებისგან და შეურაცხმყოფელი უღირსი ფრაზების სკანდირებისგან თავის შეკავებისთვის. რადიკალობა, ყველაფრის მკადრებლობის სინონიმი რომ არის, აი ბატონო, კიდევ ერთი ნათელი მაგალითი! მოკლედ, კეთილშობილ ცხოველს რას ვერჩი, მაგრამ სახედრისგან წიხლი არ მწყენია, საკადრისი პასუხი კი გავეცი და უზრდელი ვუწოდე. „კოპწია“ მეუღლემ აქაც დუმილი ამჯობინა.

ამ ისტორიაში ორი რამ არის საინტერესო და დამაფიქრებელი:

1) რადიკალებს და მათ მხარდამჭერებს "რიგით აღშფოთებულ" მოქალაქეებად შენიღბვა მაინც არ გამოგდით და ჯობია გულწრფელად გამოტყდეთ "ნაცმოძის“ სიყვარულში, ეგ არის თქვენი მძიმე ხვედრი.

2) რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული "ნაცური" ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს!

ამის პირდაპირი დასტურია უმძიმესი ტრაგედია, რომელიც გუშინ წყალტუბოში დატრიალდა: "ნაცმოძურ", ფაშისტურ მივარდნას, ლანძღვას და შეურაცხყოფას ადამიანური მსხვერპლი მოყვა პირდაპირი მნიშვნელობით, უკადრებელი ვერ აიტანა ქართული ოცნების წევრმა ერმილე გიგიაძემ და ადგილზე გარდაიცვალა! ეს არის "ნაცმოძური" რადიკალიზმის სახე, ლაკმუსის ქაღალდი, სისხლში გასვრილი ხელები და ადამიანური მსხვერპლი. ამას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან ფსევდოლიბერალები ქვეყნის შიგნით და მათთვის დავალების მიმცემი ქვეყნის გარედან, რეალურად კი შეურაცხყოფით და ცილისწამებით ადამიანის მოკვდინებაა ანუ ის რაშიც ეს ოდენ გაწაფულები არიან "ნაცმოძი" რადიკალები".

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიუნხენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც მოქალაქემ მას "რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოღალატე და მონა უწოდა"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო შუბლაძის თქმით, "ღამის კურიერში" მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის ეთერის დათმობის მოთხოვნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა0 ნახვა
  2. ნორვეგიის საგარეო: საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის ბოლოდროინდელი დაპატიმრებები წარმოადგენს უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოს დემოკრატიაზე0 ნახვა
  3. "სანამ არ იქნება დადგენილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება ამ პროცესში ჩავერიო" — თიკა რუხაძე ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე0 ნახვა
  4. უკრაინამ და ევროსაბჭომ რუსეთის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოაწერეს ხელი0 ნახვა
  5. ზურაბ ჯაფარიძე: ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა%ვან, ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა0 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი: მართლაც საკვირველია და გასაოცარია, რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი

"ჩვენ გუშინ ვნახეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ, ხელისუფლების დამხობის მოწოდება…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~