ზაზა ოქუაშვილი

12 დეკ, 2024

"მივმართავ ტელეკომპანიებს ფორმულასა და ტვ პირველს,

მე მზად ვარ, რომ ჩავერთო პირდაპირ ეთერებში, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაციაზე წვდომა.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის საზოგადოების ბრძოლა თვითმარქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ასევე, ჟურნალისტების მიმართ არსებული თავდასხმის ფაქტებიდან გამომდინარე არსებული ფონი, ნიკა გვარამიას ადმინისტრაციული პატიმრობა, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მიერ გამოყენებული იქნა პიარულად ფეიქ ნიუსის შესაქმნელად საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის.

კვლავ ვაცხადებ, რომ არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ თითქმის ერთი წელია იგივეა.
ჩემი პოზიცია იყო და არის, რომ არხმა უნდა იმუშავოს, ოღონდ არ უნდა იძარცვებოდეს. ჩემი სახსრებით შექმნილი არხი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არ უნდა გამოიყენებოდეს ერთი კონკრეტული პირის პიარ და პარტიული ინტერესებისთვის, გასაძარცვად და პირადი კეთილდღეობისთვის.

სხვა ბევრ კანონდარღვევასთან ერთად, არ შეიძლება კომპანიას უგროვდებოდეს მილიონობით ვალი, ედოს საგადასახადო ინკასო, რაც საბოლოო ჯამში მას გაკოტრებამდე მიიყვანს და პრივილეგირებული პირები, მაგალითად ნიკა გვარამია, იღებდეს 88,500 ლარს, მხოლოდ ყოველთვიური ანაზღაურების სახით, მისი შემოსავლის სხვა მაქინაციებზე ცალკე ვისაუბრებ.
ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არასწორი მენეჯმენტის და არა ჩემი, როგორც პარტნიორის გამო, კომპანიის დავალიანება 13 მილიონ ლარს აღწევს. ეს არის სწორედ ის, რასაც მიჰყავს კომპანია გაკოტრებამდე და არხი გაჩერებამდე და რის გადაფარვასაც ცდილობენ გვარამია და გაბუნია.

ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ, არხის ამჟამინდელი მენეჯმენტისთვის, რომლებიც საუბრობენ სხვა დამფუძნებლების სახელითაც, ჩემს მიერ შეთავაზებული იქნა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო უარის მიღების შემდეგ განვიხილავდი გია ჭანტუარიას კანდიდატურას, თუმცა ორივესთან პირადი მოლაპარაკების გარეშე.

ეს შეთავაზებები, ორივე, ახლაც ძალაშია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები კარგად იცნობენ ტელევიზიის სპეციფიკას, აქვთ შესაბამისი გამოცდილება და შესძლებენ კომპანიის კეთილსინდისიერად მართვას.

ცალკე ვუპასუხებ ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსში აღწერილ ყალბად შეფუთულ ცილისწამებებს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეღირება ლარი უქმეებზე?1967 ნახვა
  2. მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი "ფუკოს ქანქარას" წამყვანი გახდა — ვინ არის ლუკა ეხვაია?1066 ნახვა
  3. ფუნიკულიორთან ჩაინგრა შენობა — დაიღუპა 28 წლის ბიჭი და 2 ადამიანი დაშავდა1033 ნახვა
  4. ქუთაისში, სპეცოპერაციის შედეგად, 7 პირი დააკავეს — ერთ-ერთი ბაზრის დირექტორია962 ნახვა
  5. რისთვის დააკისრა ინგლისის სასამართლომ ირაკლი რუხაძეს $170 მილიონის გადახდა?751 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის 9 თვეში 806 152 ლარი დაიხარჯა

საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის პირველი 3 კვარტლის ანგარიშების მიხედვით, სამეურვეო საბჭოსთვის გაწეულმა საკასო…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~